15 დეპუტატი, რომელთა დაფარული მანძილი 2019 წელს აღემატება 50 ათას კილომეტრს | IDFI-ის კვლევა

15 დეპუტატი, რომელთა დაფარული მანძილი 2019 წელს აღემატება 50 ათას კილომეტრს | IDFI-ის კვლევა

access_time2020-10-08 16:00:50

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ახალი კვლევის  თანახმად 15 დეპუტატის მიერ  2019 წელს დაფარული მანძილი 50 000 კილომეტრს აღემატებოდა.


კვლევის ფარგლებში IDFI –  მ საქართველოს პარლამენტიდან 2018-2020  წლებში საქართველოს პარლამენტზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავისა და გავლილი კილომეტრაჟის შესახებ  ინფორმაცია გამოითხოვა.


აღნიშნული კვლევის  პერიოდი ემთხვევა კორონავირუსის პანდემიის  შედეგად საქართველოში დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს,  როდესაც მნიშვნელოვნად იყო  შეზღუდული ავტომობილებით გადაადგილება.


საქართველოს პარლამენტის წევრების უმრავლესობაზე განპირვნებულია  TOYOTA CAMRY- ის მოდელის ავტომობილები, რომლებიც 2015 წელს არის შესყიდული და  თითოეულის  ფასი 70,425 ლარს  შეადგენს.


„შესაბამისად, წლების განმავლობაში პარლამენტარების მიერ მოხმარებული საწვავის და გავლილი კილომეტრაჟის მაჩვენებელების ტენდენციების ანალიზი, უმეტესწილად წარმოდგენილია ერთი და იგივე ავტომობილით სარგებლობის პირობებში. აღნიშნული გარემოება იძლევა პარლამენტარების მიერ ავტოპარკის ოპტიმალური განკარგვის მეტი სიზუსტით შეფასების შესაძლებლობას.“ -  IDFI


კვლევაში ვკითხულობთ, რომ  კომიტეტის ყოფილი თავჯდომარემ აკაკი ზოიძემ ორივე წელს 7000 ლიტრზე მეტი საწვავი მოიხმარა  ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილმა თავჯდომარემ თამარ ხულორდავამ და ააგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ოთარ  დანელიამ 2019 წელს  დაახლოებით 50 % ით მეტი  საწვავი მოიხმარეს  ვიდრე 2018 წელს


„პარლამენტის თავმჯდომარეზე განპიროვნებულია ორი ავტომობილი. ორივე ავტომობილის ხარჯის შეჯამების შემთხვევაში, ვიღებთ ყველა დეპუტატზე მაღალ მაჩვენებელს. 2018 წელს, როდესაც თავმჯდომარის პოზიციას ირაკლი კობახიძე იკავებდა, მასზე განპიროვნებულმა ავტომობილებმა ჯამში 12,197 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, ხოლო 2019 წელს 8,235 ლიტრი (მოქმედი თავმჯდომარე: არჩილ თალაკვაძე)“ -  IDFI


 

 




 

პარლამენტიდან მიღებული მონაცემების  თანახმად  დეპუტატებზე განპიროვნებული ავტომობილების წვის საშუალო მაჩვენებელი 100 კილომეტრზე 7,5 იდან 16 ლიტრამდე მერყეობდა, გამონაკლისია, მხოლოდ HYUNDAI IONIQ HYBRID, რომელიც მხოლოდ 4,7 ლიტრ საწვავს მოიხმარს და შედეგად 2019 წლის საწვავის  ხარჯმაც  2000 ლიტრამდე შეადგინა.


 „მიუხედავად იმისა რომ კახა კუჭავამ ამ წელს 43,000-მდე კილომეტრი დაფარა (ანალოგიურ მანძილზე, სხვა დეპუტატებმა 4,000-იდან 7,000 ლიტრამდე საწვავი მოიხმარეს). ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა პარლამენტის თავმჯდომარეზე განპიროვნებული MERCEDES BENZ S 350 L, რომელიც 2019 წელს 100 კილომეტრზე 16.1 ლიტრ საწვავს მოიხმარდა, ხოლო 2018 წელს 22.1 ლიტრს. -  IDFI

 

 

 

 

IDFI - ის კვლევის ძირითათი მიგნენებია

 

  1.  საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სხვადასხვა დეპუტატზე განპიროვნებულმა ავტომობილებმა (მაგ. დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი წერეთელი, გოჩა ენუქიძე, ირმა ინაშვილი, რატი იონათამიშვილი) საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უფრო მეტი საწვავი მოიხმარეს, ვიდრე წინა წლის იგივე თვეებში.

 

  1. 2019 წელს ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ (7,791 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (7,197 ლიტრი), აკაკი ზოიძემ (7,071 ლიტრი), მამუკა მდინარაძემ (7,015 ლიტრი) და ზაზა გაბუნიამ (6,771 ლიტრი) მოიხმარა. მათ მიერ მოხმარებული საწვავი აღემატება ან/და დაახლოებით იგივე ნიშნულზეა რაც 2018 წელს, როცა პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა.

 

 

  1. 2019 წელს (პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ), წინა წელთან შედარებით, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა

 

 

“საქართველოს პარლამენტის ბალანსზე რიცხული ერთი ჰიბრიდული ავტომობილის მაგალითზეც, თვალსაჩინოა მსგავსი ავტომობილების უპირატესობა მათი ეკონომიურობის თვალსაზრისით. კერძოდ, სხვა ნებისმიერი პარლამენტის ბალანსზე დარიცხული ავტომობილის საშუალო წვის მაჩვენებელი მინიმუმ ორჯერ აღემატება ჰიბრიდული ავტომობილის მაჩვენებელს. შესაბამისად, პარლამენტის ავტოპარკის განახლებისას მიზანშეწონილია მსგავსი გარემოების გათვალისწინება და არჩევანის ეკონომიურ და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე გაკეთება.” -  ვკითხულობთ IDFI - ის დასკვნაში


თეგები:
პარლამენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up