მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 15 აპრილიდან 21:00 საათიდან დიდ ქალაქებში – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის მოძრაობა იყოს აკრძალული 10 დღით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა აკეთებს მაქსიმალურს, რათა მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა დაიწიოს ქვევით.
მისივე თქმით, დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმვალობაში ქვეყანაში არის 30 ადამიანი ინფიცირებული.
„დღეის მდგომარეობით კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმაშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისი და გავრცელების პიკი. დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, როდის მოხდება გავრცელების პიკი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
1tv.ge