კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1334 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.1450 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1390-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.8166 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.8852-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/486.5600 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 485.8100-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7000 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7000-ის ნიშნულზე იყო.