15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 3 964-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 3 964-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

access_time2018-03-21 12:00:10

2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, 15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 3 964-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველმა არხმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.


უწყების ინფორმაციით, დარღვევები აღმოაჩნდა შემოწმებული 159 მიკროავრტობუსიდან 90-ს.  6 450 ავტობუსიდან კი, ხარვეზები 1 688 ავტობუსის შემთხვევაში დაფიქსირდა.


პრობლემები და ხარვეზები ძირითადად გამონაბოლქვსა და სამუხრუჭე ხუნდების გაუმართაობას უკავშირდება.


სატრანსპორტო საშუალებებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა განესაზღვრა.



„2018 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 19 მარტამდე, ინსპექტირება სულ 15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. აქედან, ვარგისად იქნა ცნობილი 11 352, ხოლო 3 964 დახარვეზდა და ხარვეზის  აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა მიეცა. 25 ავტოსატრანსპორტო საშუალებას კი, საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობა აეკრძალა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ინსპექტირება 1 635 სატვირთო ავტომობილმა გაიარა, საიდანაც 522-ს ხარვეზი აღმოაჩნდა.


ინსპექტირების ღირებულება სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის 100 ლარს შეადგენს, ხოლო მსუბუქი ავტომობილებისთვის  – 60 ლარს.


თუ მძღოლი დაფიქსირებულ ხარვეზის ერთთვიან ვადაში არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის კი, ჯარიმა 200 ლარია.


ტექდათვალიერება ამჟამად მხოლოდ სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებს ეხება, სრულად, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის 2019 წლიდან ამოქმედდება.

 

წყარო :1tv




თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში
access_time2020-01-21 10:00:32
ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი  ინვესტიციებს უჭირავს.  ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა, „ ქართული ოცნების“ 4 წლიანი მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეკონომიკა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკად გადააქცია. თუ „საქსტატის“ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ყოფილი პრემიერის შეფასება რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან ქვეყანაში...

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო მოძრაობის საფრთხეს...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

თურქეთში უძრავი ქონების შესყიდვით რუსები, საქართველოში კი ისრაელის და ირანის მოქალაქეები ინტერესდებიან

თურქეთში უძრავი ქონების შესყიდვით რუსები, საქართველოში კი ისრაელის და ირანის მოქალაქეები ინტერესდებიან
access_time2020-01-21 11:30:55
რუსეთის მოქალაქეები თურქეთის უძრავი ქონების შემყიდველთა რიგებში დაწინაურდნენ. ერაყისა და ირანის მოქალაქეებთან ერთად რუსეთი ამ მაჩვენებლით პირველ სამეულშია.  ამის შესახებ სააგენტო RBK თურქული სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს. 2019 წელს რუსებმა თურქეთში 2890 უძრავი ქონება შეიძინეს,  რაც 26 პროცენტით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. ამ მაჩვენებლით...


მსგავსი სიახლეები

up