„144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან ან მათ მოხსნასთან დაკავშირებით, ხოლო თუ მაგალითად გამოგვივლინდა კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, ვრეკავთ 112-ზე“

„144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან ან მათ მოხსნასთან დაკავშირებით, ხოლო თუ მაგალითად გამოგვივლინდა კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, ვრეკავთ 112-ზე“

access_time2020-10-20 23:59:58

ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შეზღუდვების დაწესებას, ან მოხსნას, მაგრამ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს, ან მაგალითად გამოგვივლინდა კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, ვრეკავთ 112-ზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში 112-ზე არამიზნობრივი ზარების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა და განმარტა, რომ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ეხება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ან საოპერაციო შტაბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე.



„მაგალითად, თუ პირობითად რომელიმე ქალაქში შესვლა-გასვლაზე დაწესდა შეზღუდვები, ან რომელიმე სკოლაში დაწესდა თუ მოიხსნა შეზღუდვები, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე. ხოლო ყველა იმ კითხვით, რომელიც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, კორონავირუსთან ან ვირუსის სიმპტომებთან არის დაკავშირებული, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ 112-ს. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, თავი შევიკავოთ არამიზნობრივი ზარებისგან. პირობითად, ერთ დახველებაზე არ დავრეკოთ 112-ზე. რეალურად, თუ სიმპტომები იქნება და ამ სიმპტომების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის როგორც stopcov.ge-ზე, ასევე მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთ შემთხვევაში დავრეკოთ 112-ზე, რათა მაქსიმალურად დავტოვოთ დრო და სივრცე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მივეცეთ პანიკას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up