4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული 143 სასტუმროს სპეციალურად გადამზადებული პერსონალი, კარანტინში მყოფ 48 696 ადამიანს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოემსახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საუკეთესო მაგალითად დაასახელა საქართველოს მიერ განხორციელებული საკარანტინო ზონების პროექტი.
„მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ საკარანტინო ზონების უპრეცედენტო პროექტის განხორციელება შეძლო.
4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული 143 სასტუმროს სპეციალურად გადამზადებული პერსონალი, კარანტინში მყოფ 48 696 ადამიანს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოემსახურა.
საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უმაღლესი შეფასება მისცა, ხოლო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საუკეთესო მაგალითად დაასახელა საქართველოს მიერ განხორციელებული საკარანტინო ზონების პროექტი“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
imedinews.ge