Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.1454 კურსით დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1308 ლარია.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1920 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1020 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1860 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.1050 ლარად.