14 წელი აგვისტოს ომიდან

14 წელი აგვისტოს ომიდან

access_time2022-08-08 09:00:56

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ, პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყების დღეს, 8 აგვისტოს კრემლი საქართველოში შემოიჭრა და 1992-1993 წლებში უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს ზემო აფხაზეთი, ახალგორი და თამარაშენის სოფლები მიამატა. ოკუპაცია 14 წლის შემდეგ, ტოკიოს ოლიმპიადის დახურვის დღესაც გრძელდება.

 


ისევე როგორც 1 საუკუნის წინ, მოსკოვი საქართველოს დამოუკიდებლობას ვერც 30 წლის წინ შეეგუა. კრემლმა ლეგიტიმური ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობა არ იკმარა და ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციაც მოახდინა. აფხაზეთის ომს 25 000 ადამიანი ემსხვერპლა. 300 000 საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა, ისედაც დაღმავალ გზაზე მყოფი ეკონომიკა სრულად განადგურდა და ქვეყანა საყოველთაო სიღატაკემ მოიცვა.

 


ომის შემდეგ თბილისი დსთ-ში გაწევრიანების კაპიტულანტურ ხელშეკრულებას დაეთანხმა და ფაქტობრივად საოკუპაციო ჯარს „სამშვიდობოს“ მანდატი მიანიჭა. არც ერთ და არც მეორე ფაქტს, კონფლიქტის მოგვარებაზე რაიმე ტიპის დადებითი გავლენა არ მოუხდენია. 2008-მდე 1998 წელს გალში და 2004 წელს ცხინვალში შედარებით მცირემასშტაბიანი სისხლისღვრებიც თბილისის მარცხით დასრულდა.

 


ხელისუფლებიც ცვლილების შემდეგ, ცხინვალის რეგიონში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორია ღარიბ სახელმწიფოდ კი რჩებოდა, მაგრამ სწრაფი ტრანსფორმაცია მაინც თვალნათლივ ჩანდა. სულ ცოტა ხნით ადრე კორუფციაში ჩაძირულ ჩაბნელებულ ქვეყანაში სახელმწიფო ინტსიტუტები ჩამოყალიბდა, ეკონომიკამ ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით დაიწყო ზრდა. პარალელურად თავდაცვის ბიუჯეტი 2007 წელს მშპ-ს 9%-ს გადასცდა, (2003 წელს  მშპ-ს 1% იყო, 2015 წლიდან დღემდე სტაბიულრად 2%-ს შეადგენს). საოკუპაციო ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები, თუ ჰუმანიტარული დახმარებები კრემლის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევდა. 2004-2008 წლებში ქართულ სოფლებსა თუ სამშვიდობო დანაყოფებს არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი, მათ შორის ყუმბარმტყოცნებითაც. თავდასხმები ხშირად მსხვერპლით სრულდებოდა.

 


15 ივლისს რუსეთმა სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2008“ დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ტანკები დისლოკაციის ადგილზე არ დაუბრუნებიათ. ივლისის ბოლოდან ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა გახშირდა, პროცესი ვერც 7 აგვისტოს ცალმხივად გამოცხადებულმა მორატორიუმმა შეაჩერა.

 


8 აგვისტოს, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება პეკინში ოლიმპიადის გახსნიკენ იყო მიპყრობილი რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსულ თვითმფრინავებს, მძიმე ტექნიკასა თუ ცოცხალ ძალას საქართველოს საზღვარი იქამდეც მრავალჯერ გადმოუკვეთავს, მაგრამ კრემლი ყველაფერს ხან მოხალისე ჩრდილო კავკასიელებს აბრალებდა, ხან თავად თბილისს გადაღებილი თვითმფრინავით იბომბავენ თავსო, ხანაც ნივთმტკიცებების მიუხედავად ფაქტს საერთოდ უარყოფდა. 8 აგვისტოს კი უკვე ღია ინტერვენცია დაიწყო. 14 წლის წინ მოსკოვი ამტკიცებდა რომ წინასწარ საგანგებოდ დაცარიელებულ ცხინვალში ქართველების მიერ მოწყობილ გენოციდს ერთ ღამეში 2000 მშვიდობიანი ოსი შეეწირა და დაბომვას გადარჩენილი ბავშვები ქართველმა ჯარიკაცებმა სარდაფებში დახვრიტეს.

 


რუსული ავიაციის მიერ შერჩეული სამიზნეები 8 აგვისტოსვე გასცდა უშუალო კონფლიქტის ზონას. 5 დღის განმავლობაში თავად ცხინვალის რეგიონში, გორში, ზუგდიდსა და სენაკში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვებს 228 ადამიანი შეეწირა.



https://commersant.ge/views/commersant/img/uploads/1628260416_7c3c0136ff.jpeg

 

 

აფეთქებული ჭურვის ფრაგმენტების არსებობის მიუხედავად, რუსეთი დღემდე უარყოფს კასეტური ბომბების გამოყენებას, რასაც გორში ადგილობრივებთან ერთად ნიდერლანდებიდან ჩამოსული ტელეოპერატორი სტანისლაუს სტორიმანსი ემსხვერპლა.

 



რუსეთისგან განსხვავებით საქართველომ კასეტური ბომბის გამოყენება დაადასტურა, თუმცა ასევე რუსეთისგან განსხვავებით საქართველომ აღნიშნული შეიარაღება საომარ ვითარებაში გამოიყენა და ქალაქიც ცენტრალურ მოედანზე არ ჩამოუგდია.

 


თუ სენაკსა და გორში სამხედრო ბაზები იყო, ხოლო ფოთში პორტი რა სამხედრო აუცილებლობას წარმოადგენდა ბათუმის დაბომბვა? ბათუმის დაბომბვას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რეგიონში ჩარჩენილ მცირე რაოდენობის ტურისტსაც ქალაქი დაეტოვებინათ.

 


აგვისტოში რუსულმა ავიაციამ ბორჯომში 1100 ჰექტარი ტყე გადაწვა. მოსკოვი ეკოციდის ამ გამოვლინებასთანაც უარყოფს კავშირს ირიბად კი გავრცელდა ხმა თითქოს იქ გადამალულ ქართულ ჯავშანტექნიკას ეძებდნენ. რატომ უნდა გადაწვა ტყე თუნდაც გადამალული ჟავშანტექნიკის გასანადგურებლად საზავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არავის აუხსნია. 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ სროლებს ქართული კი არა, რუსული მხარე აგრძელებდა.


 

https://commersant.ge/views/commersant/img/uploads/1628260416_18116f0c95.jpeg


მითიური კითხვა ვინ დაიწყო ომი 14 წლის შემდეგაც ისმება. რუსეთის ტერიტორიაზე 1 ტყვიაც არ გავარდნილა, რუსეთის სახელმწიფო საზღვარი 1 მეტრითაც კი არ გადაუკვეთავს თუნდაც 1 ქართველ ჯარისკაცს. რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს 2008 წლის 26 აგვისტომდე, მათ საქართველოს შემადგენლობაში თავად რუსეთი აღიარებდა. თუ ქართული მხარე პროვოკაციას წამოეგო, მაშინ რით აიხსნება 6 წლის შემდეგ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ოკუპაცია რასაც ჯამში 13 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა? ისინიც პროვოკაციას წამოეგნენ? მოლდოვაც პროვოკაციის მსხვერპლია?

 


ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა ომიდან 2 კვირის შემდეგ 26 აგვისტოს გამოაცხადა. ზეწოლისა თუ სარგებლის შეთავაზების მიუხედავად მოსკოვმა დღემდე მხოლოდ 4 სახელმწიფოს გადაბირება შეძლო: ნიკარაგუის, ვენესუელის, ნაურუსა და სირიის. ვანუატუმ და ტუვალუმ არიარება მალევე უკან წაიღეს.

 


რუსეთმა 2008 წელს ჯამში 125 სოფლის ოკუპირება მოახდინა და დევნილთა რაოდენობა 30 000-ით გაზარდა. მცირე ხნით დევნილთა რაოდენობა 150 000-ით გაიაზარდა, მაგრამ უმეტესობამ სახლებში დაბრუნება მოახერხა. ოფიციალური მონაცემით ომს 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 228 მშიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ალაფის სახით ომის შემდეგ რუსეთმა 40 ტანკი სხვა სამხედრო ტექნიკა, კონდიციონერები და უნიტაზები გაიყოლა.


https://commersant.ge/views/commersant/img/uploads/1628260416_6195c0e350.png

 


რუსეთს საერთო ჯამში საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, მაგრამ მან ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 1992-1993 წლებში დაიკავა. ზოგადად ძალიან არასწორი იქნება იმის მტკიცება, რომ რუსეთი მტერი 2008 წლიდან გახდა.  რუსეთი მტერი იყო როდესაც მას მეფე მართავდა და როდესაც ნაწილ-ნაწილი მთელი ქვეყნის ანექსია მოახდინა, ავტოკეფალია გააუქმა, აჯანყებები სისხლში ჩაახშო და სკოლებში ქართულად დალაპარაკება აკრძალა. რუსეთი მტერი იყო, როდესაც მას სათავეში ბოლშევიკები ჩაუდნგენ და 1921 წლლის ხელმეორე ანექსიის შემდეგ ქვეყანას კიდევ უფრო უარესი რეპრესიები დაატეხეს თავს. რუსეთი მტერი იყო სსრკ-ს დანგრევის შემდეგ მაშინაც როცა კრემლში ელცინი იჯდა და ახლაც პუტინის მმართველობის დროსაც. მტრულად იყვნენ განწყობილი დემოკრატებად მიჩნეული დეკაბრისტებიც, ქართველებიც მასობრივად კავკასიიდან გასახლება მათ გაცხადებული გემის ნაწილი იყო, 1920 წელს სოჭის ანექსია თეთრების გვარდიის გენერალმა დენიკინმა მოახდინა.

 


საქართველოში დღემდე ცოცხლობს კიდევ ერთი მითი ნეიტრალიტეტის შესახებ, რომ თითქოს ნატოზე უარის თქმის, ან სულაც ევრაზიულ კავსირში გაწევრიანების სანაცვლოდ რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დააბრუნებს. 300 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება:

 


1722 წელი - ვახტანგ VI-ს პეტრე I დახმარებას დაპირდა, მაგრამ არ შეასრულა. მეფეს ოჯახითან ერთად და 1200 კაციანი ამალით ქვეყნის დატოვება მოუხდა;

1770 წელი - დაპირესბის საწინააღმდეგოდ რუსეთი ერეკლე მეორეს ასპინზის ომსი არ დაეხმარა;

1795 წელი - გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების საწინააღმდეგოდ რუსეთი ერეკლე მეორე კრწანისის ომსი არ დაეხმარა;

1801 წელი - გეორგიევსკი ტრაქტასტის სრული უგულებელყოფით რუსეთმა ქართლ-კახეთის ანესია მოახდინა, რასაც 10 წლის შემდეგ ავტოკეფალიის გაუქმება და ეტაპობრივად სხვა კუთხეების დაპყრობა მოჰყვა;

1920 წელი - 7 მაისს რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო, მაგრამ 9 თვის შემდეგ თბილისისიკენ წითელი არმია გამოგზავნა;

1991 წელი - 23 მარტის ყაზბეგის პროტოკოლი, რომელსაც პირადად ელცინი აწერდა ხელს და რომელსაც ცხინვალის რეგიონსი მშვიდობა უნდა უზრუნველყო, დაირღვა რამდენიმე თვეში;

1992 წელი - 24 ივნისის სოჭის, იგივე დაგომისის შეთანხმება,  რომელიც სამაჩაბლოდან ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა, დაირღვა იმავე წელს, შემდეგ უკვე ახალი მასშტაბით 2008 წელს;

1992 წელი - 3 სექტემბრის შეთანხმება განიარაღებაზე, 27 დღეში 1 ოქტომებრს გაგრა დაეცა;

1993 წელი - 27 ივლისის შეთანხმება განიარაღებაზე, ზუსტად 3 თვეში სოხუმი დაეცა;

2008 წელი - 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ძალებიც კონფილქტამდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითვალისწინებდა დღემდე არ სრულდება.

 


საქართველო ერთადერთი გამონაკლისი არაა, ვისთანაც რუსეთი დადებულ ხელშეკრულებებს არღვევს. სსრკ-ს იაპონიასთან თავდაუსხმელობის შეთანხმება აკავშირებდა, რომელიც 1945 წელს დაარღვია და კურილიის კუნძულების ოკუპაციას დღემდე აგრძელებს. 1994 წელს მოლდოვამ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებიდან 27 წლის შემდეგაც კი დნესტრიპირეთზე კონტროლი ვერ აღადგინა. 1994 წელს რუსეთმა შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან ერთად უკრაინას ბირთვული შეიარაღების დათმობის სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის გარანტია მისცა, 20 წლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა თავად რუსეთმა დაარღვია.

 


1939 წელს ზამთრის ომში ფინეთმა საოცარი თავგანწირვის წყალობით, მართალი ტერიტორიის 11% დაკარგა, მაგრამ ჰელსინკის თავზე წითელი დროში აფრიალება არ დაუშვა. ძალების წარმოუდგენელი დისბალანსის მიუხედავად 30 ტანკი 6500-ის წინააღმდეგ, 130 თვითმფრინავი 3900-ის წინაარმდეგ, ფინეთი მაინც გადარჩა. უფრო მეტიც წითელმა არმიამ 6-ჯერ მეტი 150 000 ჯარისკაცი დაკარგა. ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ჯარების სარდალ მარშალ კარლ გუსტავ მანერჰაიმს მიუძღვის, რომელის 1944 წელს ფინეთის პრეზიდენტი გახდა. მანერჰაიმს, რომელიც შესასანიშნავად იცნობდა რუსეთს ეკუთვნის ერთი ფრაზა, რომელიც ყოველთვის და ყველასთვის აქტუალურია: რუსებს მხოლოდ მაშინ უნდა ენდოთ, როდესაც მათ საფლავებზე ჩარჭობილის ხის ჯვრებიც კი დალპება და მტვრად იქცევა!“

 

commersant.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up