კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 14 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2033 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.2050 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2024-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გამყარდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.9746 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.9643-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/487.0000 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 487.0000-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და მხოლოდ მცირედით გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7044 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6956-ის ნიშნულზე იყო.