2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა ოდენობა შეადგენს 1 მილიონ 159 ათას მონაწილეს. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
„საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.51 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 166 მილიონი ლარია.
დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 873-მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 000 პირს შეადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.