14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია.
14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.1950 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2000-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გამყარდა და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8.350 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/8.3893 ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.3783-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გამყარდა და დოლართან მიმართებაში 517.05 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/517.8100 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 517.0000 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.6987 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6991 ნიშნულზე იყო.