14 იანვრის 21:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

14 იანვრის 21:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

access_time2021-01-14 20:40:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის - სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, ნაცვლად 15 იანვრისა 2021 წლის 14 იანვარს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 218-ე კმ-ზე არსებული ჭიშურას სახიდე გადასასვლელიდან 228-ე კმ-ზე არსებული გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთში არასტანდარტული საგზაო ნიშნის განთავსება, რომლის სამუშაოებისათვისაც აუცილებელია ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.



„ჩაკეტვა განხორციელდება ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე, ნაცვლად 2021 წლის 14 იანვრის 22:00 სთ-დან 15 იანვრის 01:00 საათისა, 2021 წლის 14 იანვრის 21:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე პერიოდში (3 საათით). დროის აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით და ქუთაისის და ნიკეას ქუჩების გავლით გადაადგილდება დასავლეთის მიმართულებით. ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება გეგუთის კვანძის გამოყენებით ნიკეას ქუჩის გავლით.




აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







პროკრედიტ ბანკის ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის

პროკრედიტ ბანკის  ექსკლუზიური შეთავაზება ჰიუნდაის ელექტრომობილის შეძენის მსურველთათვის
access_time2021-01-21 10:45:33
პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს ელექტრომობილი ჰიუნდაი კონას  შესაძენად ექსკლუზიურ შესაძლებლობას სთავაზობს.   ჰიუნდაის მიერ შეთავაზებული სპეციალური პირობების პარალელურად, რაც მოიცავს: •             ფასდაკლება 10 000 ლარის ოდენობით •             საჩუქრად...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
access_time2021-01-21 10:55:22
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არსებობდეს.   „ჩვენ, მთელმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ბიზნესმა პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID 19-ის დღის წესრიგით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საჭიროებების, რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით და გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა...

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე

პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე
access_time2021-01-21 10:00:29
„მოლოდინი გვაქვს, რომ მინისტრი შეგვხვდება, გვინდა ჩვენი მხრიდან დავანახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გვაქვს “, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა მაია მახარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მაია მახარაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა დამოუკიდებლად ცდილობდა პრობლემების მოგვარებას და დანახარჯების შემცირებას, პრობლემის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-20 21:00:01
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1 „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე   „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო,...


მსგავსი სიახლეები

up