კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2020 წლის 10 დეკემბრის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 14%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 32 %-ით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 8%-ით და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 14 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 დეკემბრისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში წინა დღესთან შედარებით გაუფასურდა და 3.2889 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან $1/3.2845 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.8620 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.8702-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ შეიცვალა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/522.4600 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 524.9800 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7000 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7001 ნიშნულზე იყო.