კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში წინა დღესთან შედარებით გაუფასურდა და 3.4432 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.4225 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.4500-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გამყარდა და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8.07 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/8.1196 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.1038-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 518,2 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კიდილიდან ვაჭრობა $1/516.7500 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 518.2500 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.7016 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7016 ნიშნულზე იყო.