133 000 ადამიანი საქართველოში დღიურად 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს

133 000 ადამიანი საქართველოში დღიურად 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს

access_time2020-12-16 12:00:31

საქართველოში სიღარიბე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 29 წლის შემდეგაც კი ნაციონალურ პრობლემად რჩება. ადრეული 90-იანების დიდი კოლაფსის შემდეგ, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ დღესაც ბევრი ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ პენსია ან სოციალური დახმარება რჩება.


საქსტატის ცნობით სქართველოში 2019 წელს ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა. 10 წლის წინ ასეთი ყოველი მესამე იყო. ამ ადამიანებს საარსებო მინიმუმზეც, თვეში 187 ლარზეც კი არ მიუწვდებათ ხელი.


საერთაშორისო განმარტების თანახმად სიღარიბესთან ერთად არსებობს უკიდურესი სიღარიბეც და მათ ის ადამიანები მიეკუთვნებიან რომლებიც დღიურად PPP დათვლით $1.90-ზე ნაკლებს მოიხმარენ, რაც ფასთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით ნომინალურად დაახლოებით 60 ცენტია ანუ 2 ლარი, თვეში 60 ლარი, ჩვეულებრივ სიღარობის ზღვართან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია. ასეთ უკიდურეს სიღარიბეში, აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართელოს მოსახლეობის 3.6% ანუ 133 000 ადამიანი ცხოვრობდა.


3.7 მლნ-იან ქვეყანაში ოქტომბრის მდგომარეობით, სოციალურ დახმარებას, რომელიც სულზე 60 ლარამდე თანხას შეადგენს და ასევე გათვალისწინებულია სხვა მცირე შეღავათები კომუნალურ გადასახადებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე, 510 ათასი ადამიანი იღებს, თებერვლიდან დღემდე ეს რიცხვი 70 ათასით გაიზარდა. იანვრიდან ნოემბრამდე დახმარების მომთხოვნთა რაოდენობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში 921 ათასიდან 994 ათასამდე გაიზარდა.ყოველი 100 ადამიანიდან 27 სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს და მათგან ყოველი 14 ამ დახმარებას იღებს.


2018 წელს Unicef-მა გამოაქვეყნა წინა წლის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოში ბავშვთა სიღარიბე გაზრდილი იყო. 77 000 ბავშვი შიმშილობდა და ყოველწლიურად შიმშილითა ან არასრულფასოვანი კვებით 300 ბავშვი იღუპებოდა. ფორმალურად ეს კვლევა იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაყენების მიზეზი გახდა, თუმცა ეს მიზეზი მაშინ არავის დაუჯერებია რაც მოგვიანებით თავად კვირიკაშვილმაც დაადასტურა.



საკმაოდ მძიმე სურათის მიუხედავად ფაქტია ისიც, რომ 2004-2019 წლებში სიღარიბის მაჩვენებელი 1.76-ჯერ, ხოლო უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 2.75-ჯერ შემცირდა. 2020 ამ დადებით ტენდენციას გააუარესებს.



შეიძლება უცნაურად ჩანდეს, რომ 2004-2007 წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში სიღარიბე გაიზარდა. მაღალ ეკონომიკურ ზრდას თან მაღალი ინფლაცია და ბიუროკრატიის შემცირება ახლდა. მაღალი ეკონომიკური ზრდა დროის გრძელვადიან პერიოდში ყველასთვის სიკეთის მომტანია, თუმცა მოკლავადიან პერიოდში, შორი გათვლებით სწორი, მაგრამ არაპოპულარული რეფორმები მოწყვლადი ფენებისთვის მტკივნეული გადასატანია. 2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ის იყო, რომ ბევრმა ადამიანმა ტელევიზორში ნანახი ეკონომიკური წინსვლა საკუთარ თავზე ვერ გამოსცადა.


მსოფლიო ბანკის კვლევით პანდემია და კოვიდრეგულაციები იმ ადამიანების რაოდენობას რომლებიც დღიურად PPP დათვლით $1.90-ზე ნაკლებს მოიხმარენ 150 მლნ-ით გაიზრდება. მართალია ეს მძიმე სცენარი რაოდენობრივადაც და პროცენტულადაც ძირითადად აფრიკისა და აზიის ქვეყნების ნაწილს ეხება, მაგრამ მათ შორის იქნებიან ასევე საქართველოს მოქალაქეებიც.


გიორგი ელიზბარაშვილი

 


თეგები:
სიღარიბე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up