Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2537 კურსით დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარია.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2200 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2490 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.1710 ლარად.