Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1237 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.1208 კურსით დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1140 ლარია.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1650 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0850 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1650 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.0850 ლარად.