Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7013 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7050 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 9 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7100 ლარი გახდა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.7450 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.6650 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.7390 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.6620 ლარად.