1.3 მილიონი დასაქმებული ადამიანი საქმიანობის გაგრძელებას დისტანციური რეჟიმით ვერ ახერხებს

1.3 მილიონი დასაქმებული ადამიანი საქმიანობის გაგრძელებას დისტანციური რეჟიმით ვერ ახერხებს

access_time2020-04-10 14:00:02

Covid-19-თ გამოწვეული კრიზისის შემდეგ, სოციალური აქტივობების შეზღუდვის მიზნით, მთავრობამ  მკაცრი ზომები  მიიღო. საქართველოში გამოცხადებულია „კომენდანტის საათი“ და თითქმის ყველა სექტორში შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობა. შეზღუდვების პარალელურად, დაიწყო აქტიური კამპანია, რომ დავრჩეთ სახლში და დისტანციურად ვიმუშაოთ. საქართველოში დასაქმებულთა რა ნაწილს შეუძლია იმუშაოს სახლიდან - ამ თემაზე კვლევა ვენეციის, ვერონას და პადოვას უნივერსიტეტების ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი ყიფიანმა და  ეკონომიკის მაგისტრმა ( ISET) დურუ მახარაძემ მოამზადეს.


კვლევის მიხედვით, ქვეყანაში დასაქმებულთა 52% მუშაობს ისეთ სექტორებში, სადაც მხოლოდ 20%-ზე ნაკლებს შეუძლია დისტანცირებული მუშაობა. ყველაზე მეტად ზარალდება შემდეგი სექტორები:


» სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 5%

» სასტუმროები და რესტორნები - 3%

» მშენებლობა - 14%

» ტრანსპორტირება და დასაწყობება - 14%.




დასაქმებულთა ნახევარზე მეტს დისტანციურად მუშაობა შეუძლია მხოლოდ 5 სექტორში, თუმცა ამ სექტორებში დასაქმებულთა მხოლოდ 15% არის დასაქმებული:



» ინფორმაცია და კომუნიკაცია - 62%

» საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 73%

» პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 76%

» ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 75%

» განათლება - 71%.


სექტორების მიხედვით კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა მხოლოდ 24%-ს შეუძლია დისტანციურად მუშაობა. ეს ნიშნავს, რომ 1.3 მილიონ დასაქმებულ ადამიანს, დღეს, მნიშნელოვნად აქვს შეზღუდული მუშაობის შესაძლებლობა, რაც პირდაპირ აისახება მათ შემოსავალზე.


დასაქმებულთა 58% მუშაობს ისეთ პოზიციებზე, სადაც საქმიანობის გაგრძელება დისტანციურად შეუძლებელია:


» სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის დარგის კვალიფიციური მუშაკები - უდიდესი ნაწილი თვითდასაქმებულია;

» ხელოსნები და მონათესავე პროფესიების მუშაკები;

» არაკვალიფიციური მუშები.


ასევე აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შინამეურნეობის გამოკითხვების მიხედვით (2018 წელი), საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 52%-ს აქვს სახლში ინტერნეტი. ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის - 28%-ს არ აქვს სახლში ინტერნეტი, ხოლო სოფლად - 74%-ს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up