13 მაისიდან მწვანე ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებენ

13 მაისიდან მწვანე ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებენ

access_time2019-05-12 12:00:44

ახალი, მწვანე ავტობუსები მგზავრებს 13 მაისიდან მოემსახურებიან. პირველ ეტაპზე ისინი N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებენ.



დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე რვა ავტობუსი განაწილდება, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე- საბურთალოს წრიულად ემსახურება, ოთხი ავტობუსი.



23 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი, მოძველებული ტრანსპორტიც. N50-ზე – 8 ერთეული, N55-ზე – 10 ერთეული და N71-ზე კი – 9 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N50 ვაზისუბნიდან, N55 – წმ. ბარბარეს უბნიდან, ხოლო N71 – ვარკეთილიდან მოძრაობს.



აღსანიშნავია, რომ სამივე მარშრუტი მცირედით შეიცვლება: ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩაზე, გაივლიან თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილზე „კონკასთან“ გაჩერდებიან. ამასთანავე, აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება. თბილისისათვის ოთხმოცდაათივე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, „ევრო 6“ სტანდარტის ავტობუსები ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.



N85 მარშრუტი მოძრაობს წრიულად ვაკესა და საბურთალოზე. გაივლის: ჭავჭავაძის გამზირს, თამარაშვილის ქუჩას, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს, გმირთა მოედანს და ვარაზისხევის ქუჩით კვლავ ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება.



N95 – მოძრაობს მუხიანის მე-3 მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: დუმბაძის, ნონეშვილის, გობრონიძის, ისაკიანის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჩარგლისა და გუდამაყრის ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, ცოტნე დადიანისა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩებს, ზაარბრიუკენის მოედანს, საიდანაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე ასრულებს.




N50 – მოძრაობს ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: პატარიძის, დავითაიას, პეტეფისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებს, მეტროსადგურ „ვარკეთილს“, ჯავახეთის ქუჩას, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირებს, ჰოლბრუკის (ყოფ. ნავთლუღის), გულუასა და გორგასლის ქუჩებს, საიდანაც დაუკავშირდება ლესელიძის ქუჩას, ხოლო შემდგომ – თავისუფლების მოედანს და ბარათაშვილის ქუჩას.



N55 – მოძრაობს წმ. ბარბარეს უბნიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: წმ. ბარბარეს უბანს, გარდაბნის გზატკეცილს, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩას, გაბრიელ სალოსის გამზირს, გულუასა და და გორგასლის ქუჩებს, საიდანაც დაუკავშირდება ლესელიძის ქუჩას, ხოლო შემდგომ თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩას.



N71 მოძრაობს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: თაყაიშვილის ქუჩას, ხომლელის ქუჩას, თრიალეთის ქუჩას, ჯავახეთის ქუჩას, კახეთის გზატკეცილს, საიდანაც მეტროსადგურ „ისანთან“ ჩაუხვევს, შემდგომ გაივლის ჰოლბრუკის (ყოფ. ნავთლუღის), გულუასა და და გორგასლის ქუჩებს, საიდანაც დაუკავშირდება ლესელიძის ქუჩას, აქედან კი თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩას.



N3 – მოძრაობს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ პაიჭაძის ქუჩამდე. გაივლის: მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრს“, გობრონიძის, ანაპის 414-ე დივიზიის, შეშელიძის, ბელიაშვილის, ლუბლიანასა და პაიჭაძის ქუჩებს.



N15 – მოძრაობს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან სადგურის მოედნამდე. გაივლის: დემეტრე თავდადებულის, არჩილ მეფის, მეფე მირიანის, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს, ფარნავაზ მეფის გამზირს, ბალანჩინის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, რობაქიძის, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს და მოძრაობას სადგურის მოედანზე ასრულებს.



N33 – მოძრაობს გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: ხიზანიშვილის, ვასაძისა და ქერჩის ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, ერისთავის ქუჩას, წერეთლის გამზირს, აღმაშენებლის გამზირს, მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩას.



N54 – მოძრაობს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე. გაივლის: დემეტრე თავდადებულის, არჩილ მეფის, მეფე მირიანის, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს, ფარნავაზ მეფის გამზირს, ბალანჩინის, ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, გაგარინის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, სანდრო ეულის ქუჩას და მოძრაობას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს.



N79 – მოძრაობს მუხიანის მე-3 მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“. გაივლის: დუმბაძის, ნონეშვილისა და გობრონიძის ქუჩებს და მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ასრულებს.



1tv.ge






ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up