კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 13 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 13 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში წინა დღესთან შედარებით გაუფასურდა და 3.4283 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.4247 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.4195-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8.498 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/8.4311 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.5005-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 522.2 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/522.2500 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 522.3600 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.7012 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7032 ნიშნულზე იყო.