“ვერეს ხეობაში მიმდინარე მშენებლობები დედაქალაქის მკვლელობაა“ - რა ვისწავლეთ 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ - კომერსანტის რეპორტაჟი

“ვერეს ხეობაში მიმდინარე მშენებლობები დედაქალაქის მკვლელობაა“ - რა ვისწავლეთ 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ - კომერსანტის რეპორტაჟი

access_time2019-06-13 14:00:24


2015 წლის 13 ივნისის საბედისწერო ღამიდან  4 წლის შემდეგ დედაქალაქის მერი ვერეს ხეობას იხსენებს და იქ მიმდინარე მშენებლობების გამართლებას ცდილობს: ხეობაში მშენებლობები უსაფრთხო ტერიტორიაზე მიმდინარეობს და სახიფათო ზონებში არ ხვდება. გაკეთებულია დასკვნა, რომელზეც სპეციალისტები და საერთაშირისო ორგანიზაციები მუშაობდნენ.  არის ნიშნულები მოცემული, სადაც დაშვებულია მშენებლობა, სადაც არ არის დაშვებული ჩვენ არ გავცემთ სამშენებლო ნებართვებს და იქ მშენებლობა ვერ განხორციელდება.  ეს განცხადება კახა კალაძემ გუშინ გააკეთა.


დღეს კი   ჟურალისტებს კითხვაზე, რა არის გამოსავალი, რომ არ განმეორდეს 13 ივნისის მსგავსი უბედური შემთხვევები ისეთ რისკის შემცველ ტერიტორიებზე, სადაც კორპუსები წესების დარღვევით არის აშენებული.  დედაქალაქის მერმა უპასუხა  “ერთადერთი, უნდა გამოასახლო ეს ადამიანები და დაანგრიო ეს შენობა-ნაგებებობი - ესაა ბერკეტი.“ 


რა ვისწავლეთ 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ და რა შეიცვალა  საბედისწერო ღამიდან  დღემდე “კომერსანტმა“ ვერეს  ხეობა  სპეციალისტებთან ერთად თავად შეისწავლა.






 ვერეს ხეობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვა შპს „გამამ“ რამდენიმე წლის წინ  მოითხოვა. კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელია შპს „კასკო“. დანარჩენი 20%-ის - ლევან ჭიორელი და 10%-ის - ლევან ლაფანიშვილი.  შპს „კასკოს“ 100%-იანი წილის მფლობელი ლევან კაჭარავაა, რომელმაც 2017 წელს 60 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ლევან კაჭარავამ ასევე 60 000 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს. სამშენებლო კომპანია შპს „დომუს დეველოპმენტია“.




ატენის ქუჩის შესახვევში მშენებლობის ნებართვა არქიტექტურის სამსახურმა 2019 წლის 31 იანვარს გასცა. აღსანიშნავია ისიც, რომ შ.პ.ს გამას ხელმძღვანელობის თხოვნით გეოლოგიური კვლევა ჩატარებულია. კვლევა გუგა ჭოხონელიძემ ჩაატარა.

 

კიდევ ერთი მშენებლობა, რომელიც ვერეს ხეობაშია დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის გვერდითაა. ინვესტორი აქ სასტუმროს აშენებას გეგმავს.  დამკვეთი „ჰიდროლემა ტრეიდინგია“. მშენებლობას წლებია ადგილობრივ მოსახლეობა აპროტესტებს. მათი თქმით, ტერიტორია სავარაუდოდ მეწყერ საშიშ ზონაშია მოქცეული. მაშინ მათ მერიასაც მიმართეს თუმცა, დედაქალის მთავრობამ მოსახლეობის თხოვნა არ გაითვალისწინა. მშენებლობის ნებართვა არქიტექტურის სამსახურმა 2018 წლის 27 დეკემბერს გასცა.




ამ შემთხვევაშიც არსებობს  გეოლოგიური კვლევა, ისევ დამკვეთის თხოვნით ჩატარებული, მკვლევარი ამ შემთხვევაშიც გუგა ჭოხონელიძეა. ამასთანა დოკუმენტებში ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნას, სადაც წერია, რომ არსებული ტერიტორია არ ხვდება მდინარე ვერეს ხეობაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ზონაში.


აღსანიშნავია ისიც, რომ ტერიტორია ახალი გენგეგმის მიხედვით სარეკრეაციო ზონა 2 -ს სტატუსი აქვს. გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ სარეკრეაციო ზონა 2 ში სასტუმროს მშენებლობა ნებადართულია,  თუმცა არის გარკვეული მოცულობითი შეზღუდვები, რაც მისი თქმით,  ალბათ არქიტექტურის სამსახურმა გაითვალისწინა. მამუკა სალუქვაძე ვერეს ხეობაში მიმდინარე მშენებლობებს აფასებს.  


 


„ყველა კონკრეტულ შემთხვევას თბილისის მერია, ჩვენ ამ ტერიტორიებს სარეკრეაციო ზონების სტატუსები მივეცით და არა საზოგადოებრივ საქმიანობის ზონები. ვერეს ხეობაში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენ ამას მოვიაზრებდით როგორც საპარკო ზონას, ნაკლები მშენებლობებით. ხეობაში დატბორვის ზონები არსებობს, ჩვენს ეს მიწოდებული გვაქვს თბილისის მერიისთვის. ვიცი რომ მათ იციან ამ საშიშროების შესახებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ და უნდა გავითვალისწინოთ ის მძიმე შედეგები რომელიც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე წლის წინ“, - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.


 






როგორ აფასებენ სპეციალისტები ვერეს ხეობაში არსებულ მდგომარეობას და რას პასუხობენ დედაქალაქის მერს, რომელიც ხეობაში მიმდინარე მშენებლობებს უსაფრთხოს უწოდებს.



ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი აცხადებს, რომ არაჯეროვანი აღქმის პრობლემა გვაქვს, რადგან ვერ აღვიქვამთ რამხელა საფრთხეს შეიცავს მთის მდინარე სახელად — ვერე.



გეოლოგი აცხადებს, რომ საერთაშორის ორგანიზაციების მიერ მომზადდა ორი დამოუკიდებელი დასკვნა, სადაც გარკვევით წერია, რომ ვერეს ხეობაში მოკლევადიან პერსპექტივაში არანაირი მშენებლობის განხორციელება არ შეიძლება. ამავე დასკვნებში ნათქვამია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს ხეობაში არსებული ინფრასტრუქტურის გატანა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია ხეობის ბუნებრივ კალაპოტში დაბურნება.


„ვერეს ხეობაში არის განსაზღვრული დატბორვის არეალი და იმ არეალის ფარგლებში ყველა მშენებლობა აკრძალულია. ეს არის ოფიციალური მხარე, სამეცნიერო მხარე არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვერეს ხეობაში სტიქიური უბედურებების ზუსტი მოდელირება. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არეალი მოექცევა დატბორვის ქვეშ, იმ შემთხვევაში თუ სტიქიური პროცესები განმეორდება. ეს კი აუცილებლად გამეორდება. ხეობა არის რთული, USFS ექსპერტებმა ისიც კი თქვეს, რომ აუცილებლია დატბორვის არეალის განსაზღვრა. მაგრამ, განსაზღვრულ არიალს არ უნდა ვენდოთ, რადგან არ გვაქვს ისეთი ისტორიული დეტალური მონაცემები, რომ სანტიმეტრის დონეზე განვსაზღვროთ, სად მოხდება დატბორვა. ხეობაში კვლავ არის მოსალოდნელი საფრთხეები, რადგან არანფერი შეცვლილა - ფერდობები კვლავ არასტაბილურია, კლიმატი იცვლება, რაც წყალმოვარდნისთვის უარესია. ერთი სიტყვით, არაფერი შეცლილა, რამაც შეიძლება გარანტია მოგვცეს, რომ ხვალ იგივე არ მოხდება“, - აცხადებს ლაშა სუხიშვილი.


როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, მსოფლიო ბანკის კვლევაში წერია ისიც, რომ ვერეს ხეობაში პარკირებაც კი შეზღუდული უნდა იყოს, არა თუ საცხოვრებელი კორპუსის აშენება. ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ გამოსავალი არის გარიდება, რაც  გულისხმობს ხეობაში ახალი ინფრასტრუქტურული ნაგებობების ჩადგმის დაუშვებლობას.

.


„13 ივნისი შეეცადა ესწავლებინა ჩვენთვის ხეობის ბუნება, მაგრამ ვერაფერი გვასწავლა იმიტომ, რომ დღეს ისევ მიმდინარეობს ხეობის განვითარება. ვერეს ხეობა არის მთის მდინარის ხეობა, რომელშიც ცხოვრება და საქმიანობა არის საშიში — უველ მერამდენედ ვამბობთ. მთის მდინარეს სპეციალურად ვახსენებ იმიტომ, რომ ის ნაკლებად პროგნოზირებადია — ახასიათებს წყალ მოვარდნები და მის წყალშემკრებ აუზში, მითუმეტეს, ვერეს წყალშემკრებ აუზში, არის ათეულობით მეწყერ საშიში კერა. პოტენციურად, მეწყერ საშიში ფერდობი, რომელიც ნებისმიერი ტრიგერის დროს გააქტიურდება - ეს იქნება უხვი ნალექსი, მიწისძვრა, ადამიანის მიერ აღძრული ვიბრაცია, ქარი და ა.შ. არანაირი საინჟინრო ნაგებობა არ დაგვიცავს საფრთხისგან. მთავარია მოვერიდოთ იმ ტერიტორიას, სადაც ვიცით, რომ აუცილებლად განმეორდება კატასტროფული მოვლენები“, - განმარტავს ლაშა სუხიშვილი.


ვერეს ხეობაში მიმდინარე მშენებლობებს დედაქალაქის მკვლელობას უწოდებს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე. აქტივისტი ამბობს, რომ 13 ივნისის შედეგებმა თბილისის მთავრობას არაფერი ასწავლა გარდა იმისა, რომ თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოთის ძეგლი დაიდგმება.


„2015 წლის წყალდიდობის შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ კახა კალაძის აღტკინებული კომენტარები, რომ ვერეს ხეობაში აღარაფერი აშენდება. ამის შემდეგ ვნახეთ მზიურის რეაბილიტაციის ძალიან საინტერესო პრეზენტაცია. თუმცა, როგორც ვხედავთ, ვერეს ხეობის განვითარების კონცეფცია შემოდეს თაროზე. დღეს ვხედავთ, რომ კალაძე ერთ ნებართვაზე მეორე ნებართვას გასცემს. სავაჭრო ცენტრი შენდება, სასტუმრო შენდება — ეს ყველაფერი არის ქალაქის მკვლელობა. ყველა კვლევა გვაჩვენებს, რომ ქალაქის დაბინძურების ერთ-ერთი მთავრი ფაქტორი არის მშენებლობები. მშენებლობები მიმდინარეობს ყოველგვარი დაცვის გარეშე. მშენებლობები იწვევს მანქანების ნაკადების გაზრდას. ის 13 ივნისი, რაც გამოვიარეთ, კიდევ წინ გვაქვს, არ არის აუცილებელი იყოს ისევ ვერეს ხეობა, მერიამ არა ერთი ნაღმი ჩადო, მაგალითად ჟვანიას ქუჩაზე, სადაც მდინარე მოაქციეს კალაპოტში. იმის მაგივრად, რომ გონივრული დასკვნები გამოგვეტანა, დიდი ყანწით ვსვამთ მოხალისეების სადღეგრძელოს, რომლებიც წარმატებულად ვიქექებოდით ლაფში. აუცილებელია, რომ მოუსმინონ სპეციალისტების დასკვნებს. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვყავს სეისმოლოგები, ჰიდროლოგები, გეოლოგები, მარამ მათ არავინ უსმენს. რამდენად ვიცი გეოლოგიური დასკვნები კეთდება არა პროფესიონალების მიერ, რომელიც არ არის სანდო და არ აკმაყოფილებს ევრო კოდებს“, - აცხადებს ნატა ფერაძე.


აქტივისტი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ 2015 წლის სტიქიის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საკუთარ ანგარიშში ის რეკომენდაციების გაწერა, რომელიც ქალაქს ამგვარი საფრთხეებისგან დაიცავდა, თუმცა ნატა ფერაძის თქმით, არც ერთი პუნქტი თბილისის მთავრობას არ შეუსრულებია.


„ამდენი საცხოვრებელი ფართი თბილისის მოსახლეობას აღარ სჭირდება, ძირითადად ამას ყიდულობენ გასაქირავებლად და კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას ის, რომ ამას ყიდულობენ რუსი მოქალაქეები და დანამდვილებით ვიცი, რომ მოსკოვში მიმდინარეობს თბილისში აშენებული ბინების გაყიდვა. ანუ არც ეკონომიკური პროგნოზით არ არის გამართლებული ეს მშენებლობები. ვხედავთ, რომ ჩემი შვილების თაობა ორიენტირებულია, რომ ამ ქვეყნიდან წავიდეს და იცხოვროს უსაფრთხო ევროპულ ქვეყანაში, რადგან ქალაქი გახდა სტრესული, ქალაქი აავადებს ფსიქიკურად, მენტალურად და ფიზიკურად. ეს არ არის ის, რაც უნდა მივიღოთ, ამაში არ ვუხდით ჩვენ თბილისის მერიას ფულს, რომ ასე გაანადგუროს ქალაქი. 13 ივნისის შემდეგ მხოლოდ ის ვისწავლეთ, რომ შეგვიძლია ერთ მუშტად შეკვრა და ცხედრების ძებნა, ეს არ არის ის, რაც ნორმალურ ქვეყანაში უნდა ხდებოდეს“, - განმარტავს ნატა ფერაძე.


ნეტა ფერაძის და ლაშა სუხიშვილის აზრს იზიარებს ზურაბ ბაქრაძეც. ურბანისტი აცხადებს, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა წინა მთავრობის უპატიებელი შეცდომაა და ვერეს ხეობაში მშენებლობები დაუშვებელია.


„ვერეს ხეობა არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ქალაქს ცენტრში სარეკრეაციო ზონა ჰქონდეს თავისი მდინარით და გამწვანებით. თუმცა, საზოგადოებამ ეს შესაძლებლობა სწორად ვერ გამოიყენა. ხელისუფლებებმა სრულიად გაუკუღმართებულად აითვისეს ეს სივრცე — გაიყვანეს გზა, რომელიც სატრანსპორტო თავლსაზრისითაც კი სრულიად ზედმეტი იყო. ამან გამოიწია ხევში მშენებლობის განვითარება, რამაც გარემო კიდევ უფრო დააზიანა და რეკრეაციის სივრცეები შეამცირა. გზის მშენებლობა არის ერთი ფაქტორი, მეორეა ფერდებზე მშენებლობა, რომელიც ზევიდან ქვევით მოცოცავს. თითქოს მშენებლობა მომგებიანია, თითქოს ბინებს კარგად გაყიდიან თუმცა, ვხედავთ, რომ ხეობაში მდგარი კორპუსების უმრავლესობა ცარიელია. ხეობის ათვისება არის ცუდი ავადმყოფური ტენდენცია, ამასთანავე ამ ტენდენციის შედეგებს ადვილად ვერ გააქრობ. ამხელა სახლების დანგრევა დიდი ხანი შეუძლებელი იქნება. თუმცა, თავად გზა მდინარემ დაანგრია და რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ ვერემ გააკეთა. ნარმანიამ გიგი უგულავას უაზრობა, დანაშაულიც კი შეიძლება ამას ვუწოდოთ, გაიმეორა და აღადგინა ეს გზა. ახალმა ხელისუფლებამაც ვერეს ხეობაში რამდენიმე მშენებლობის ნებართვა გასცა. ეს უნდა აიკრძალოს და ნელ-ნელა შემცირდეს ზეგავლენა. პირველ რიგში გზა და შემდეგ ყველა ეს ნაგებობა უნდა გამოცხადდეს შეუსაბამოდ. ეს არის სულ ცოტა რისი გაკეთებაც შეიძლება“, - განმარტავს ზურაბ ბაქრაძე.




ვერეს ხეობაში კომერსანტმა არა ერთი მშენებლობა გადაიღო, მიუხედავად თბილისი მთავრობის დაპირებისა, რომ ვერეს ხეობას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭებოდა, რაც ტერიტორიაზე განაშენიანებას გამორიცხავდა, დღევანდელმა რეალობამ გვაჩვენა, რომ 13 ივნისი სახელმწიფოსთვის და ბიზნესისთვის გაკვეთილი არ ყოფილა.




ავტორი: ბაჩო ადამია




ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, როცა ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა“ - მინისტრის შეფასებით, ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული. ისედაც ძალიან დაგვიანდა - 2 წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და  ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო,  ამ ინვესტორთან ერთად, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. კითხვაზე, რა გეგმავს, ინვესტორის მხირდან...

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი
access_time2019-12-06 20:30:49
ხშირად ამბობენ, რომ არმიას ისრაელის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.  „Start up nation” -  წიგნის დიდი ნაწილი დათმობილია ტექნოლოგიურ სიახლეებსა და გამოგონებებზე, ხოლო ყველა მათგანში აღწერილია, თუ როგორ აღმოჩნდნენ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდები სამხედრო წარსულით, ტექნოლოგიური ფრონტის წინა ხაზებზე და წლების განმავლობაში გამოიმუშავებდნენ უნიკალურ უნარებს. სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ  მიღებული გამოცდილების გამოყენებით ისნი ან...

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება
access_time2019-12-06 16:30:18
საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა. „Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე...

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო
access_time2019-12-06 17:30:34
„2020 წლის ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და ყველაფერი კეთდება დროის მოგებისთვის, რათა არ შევიდეს ცვლილებები ამ ბიუჯეტში“,- ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრას.პარლამენტარი აცხადებს, რომ მთავრობას შეხვედრა შეხვედრისთვის კარგად გამოსდის. მისი თქმით, საზოგადოებაში ცრუ მოლოდინია შექმნილი, რომ პრემიერსა და კლინიკებს შორის ძალიან კარგი შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up