„13 ათასამდე მოსწავლე შარშან გამოცდაზე ჩაიჭრა, ორჯერ მეტი ჩაიჭრება წელს და მივიღებთ სავალალო შედეგს“ - განათლების ექსპერტი

„13 ათასამდე მოსწავლე შარშან გამოცდაზე ჩაიჭრა, ორჯერ მეტი ჩაიჭრება წელს და მივიღებთ სავალალო შედეგს“ - განათლების ექსპერტი

access_time2019-04-06 18:00:16

„სრული შოკი მივიღე. 13 ათასამდე მოსწავლე შარშან ჩაიჭრა გამოცდაზე, ორჯერ მეტი ჩაიჭრება წელს და მივიღებთ სავალალო შედეგს. ეს უკვე გამოცდების კი არა, წმინდა პოლიტიკური საკითხია. ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, ან ქაოსი შექმნან. მათ სურთ „ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნება," - ასე აფასებს ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი „რეზონანსთან" სუაბრისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივის ჩავარდნას, რომელიც სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა.

ექსპერტის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტი ამ კანონპროექტს არ მიიღებს და აბიტურიენტებს წელს გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, შედეგი სავალალო იქნება, რადგან მოსწავლეთა უმრავლესობა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ დამამთავრებელ კლასებში გამოცდები გაუქმდებოდა, წიგნებს აღარ გაჰკარებია.

„წელს ბევრად მეტი ჩაიჭრება, რადგან ვიცით, რომ ყველამ დაანაბა მეცადინეობას თავი. რაც გამოცდების გაუქმება გამოცხადდა, მას შემდეგ ბავშვებს ეს საგნები არ უმეცადინიათ. დარჩენილ დროში ძალიან რთული იქნება საგნების ჩაბარება. საშუალო დონის მოსწავლესაც კი გაუჭირდება. წარმოუდგენელ სიტუაციაში არა მარტო ბავშვების, არამედ ოჯახების, დირექციები და მასწავლებლების ჩაყენებაა.

„მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა, რატომ გააკეთეს ეს? მტრული ქმედებაა. რატომ არ გათვალეს, რა შედეგები მოჰყვებოდა ამას? სკოლები დაიცალა, ბავშვებმა წიგნები დახურეს, ბევრმა წიგნები დახია, ზოგმა სანაგვე ყუთში გადააგდო, ზოგმა კი დაწვა. საერთო ჯამში არაფერს მეცადინეობდნენ და სკოლაში ძირითადად არ ცხადდებოდნენ, ან თუ ცხადდებოდნენ ამ გაკვეთილებზე ერთი აყალმაყალი იყო და არ უსმენდნენ. პრაქტიკულად სასწავლო პროცესი ჩავარდა და ჩაიშალა.

„არ ვამბობ, რომ გამოცდები ამ ფორმით უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ შეიძლებოდა ფორმატის შეცვლა. ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა მოიხსნას და საატესტატო გამოცდები დარჩეს. სკოლას მაშინ ექნება წონაც და ფასიც, მაშინ აღდგება დასწრებაც და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ატესტატის დანართი ქულები უნდა იყოს გადამწყვეტი. უმაღლესში ჩართვა უნდა მოხდეს სასკოლო გამოცდების საფუძველზე, რომ უმაღლესებს მხოლოდ გასაუბრების ფუნქცია ჰქონდეს," - აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

მისი თქმით, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი კვლევებმა, რის საფუძველზეც მინისტრმა გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, „შეცდომაში შეიყვანა."


„ვიცით, რა კვლევებსაც დაეყრდნო მინისტრი. ის კვლევის გარდა ყველაფერი იყო. მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს. კვლევა უხარისხოდაა გაკეთებული. სწორედ ექსპერტებმა და ე.წ. რეფორმატორებმა შეიყვანეს შეცდომაში და მცდარი დასკვნა გამოატანინეს," - განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.

ამავე დროს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში კანონპროექტი კიდევ დადგეს კენჭისყრაზე.

„პარლამენტის დადგენილი რეგლამენტით შესაძლებელია და უახლოეს მომავალში აღნიშნული კანონის პროექტს გუნდი დააყენებს კენჭისყრაზე მესამე მოსმენით. რაც შეეხება თავად კანონის პროექტს, ეს გახლავთ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან სკოლებში გამოსაშვები გამოცდების, ე.წ. კატის გამოცდების გაუქმებას. ამიტომ უახლოეს მომავალში დადგინდება რეგლამენტითა და წესების სრული დაცვით, განმეორებით მესამე კენჭისყრა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისათვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩავარდა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმება ითვალისწინებდა. კანონპროექტის დამტკიცებას 76 ხმა სჭირდებოდა, თუმცა მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ინიციატივის ჩავარდნის ერთ-ერთ მიზეზად დეპუტატები კვლავ ღილაკების არევას ასახელებენ. მეორე ვერსიის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხმა დარბაზში არ ისმოდა და დეპუტატებმა ვერ გაიგეს რომელ კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტი მიღებული ჯერ კიდევ არ არის.


რეზონანსი





ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე იქნება. ბათუმის...

ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...


მსგავსი სიახლეები

up