Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1222 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.0988 კურსით დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0989 ლარია.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1520 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0720 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1500 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.0800 ლარად.