124400 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

124400 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

access_time2021-02-03 16:00:00

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.


2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-იან დონეზე დარჩა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7246.1 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.



1 ნოემბრიდან 1 იანვრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1100-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6845.7 მილიონიდან 7246.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა.



124400 ხელშეკრულებიდან 36100 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 965.7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრის მდგომარეობთ 13.07% შეადგინა.



რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 54300 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.66%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2646.1 მილიონი ლარია.




30000 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ნოემბერთან შედარებით 2700-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3397.7 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1089.6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12.87%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 იანვრის მონაცემებით 2308.1 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.88%-ში.



ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.4 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 12.63%-ში გაასესხეს.



ასევე გაცემულია 3100 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 100.2 მილიონი ლარია.



1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.7%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 14.88%, ხოლო ყველაზე დაბალი - იპოთეკურ სესხებზეა - 11.60%.



1 იანვრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14.67%-დან 14.88% -მდე ხოლო, შემცირებულია ავტო სესხზე - 13.25%-დან 12.63%-მდე.



„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ იანვარში წლიური ინფლაცია 2.8 %-ით განისაზღვრა, ინფლაციური ზეწოლა ფასების მსხვილ და მნიშვნელოვან ჯგუფებზე თვალშისაცემია (სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ჯანდაცვა, საოჯახო ნივთები). წლიური ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნება კომუნალური გადასახადების სუბსიდირების დროებითი შედეგია, რაც საშუალო და გრძელვადიან საპროგნოზო ინფლაციაზე გავლენას ვერ მოახდენს, შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელსაც შენარჩუნებული სუსტი ერთობლივი მოთხოვნის ფონზე თეორიულად ფასებზე ინფლაციური ზეწოლა შერბილებული უნდა იყოს, 2021 წელს საშუალო ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი იქნება და საშუალოდ დაახლოებით 4%-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში სასაქონლო ფასების მატებას შეიძლება დავუკავშიროთ (ნავთობი და ა.შ.). შემცირებული რჩება საგარეო მოთხოვნა, რაც ერთი მხრივ ინფლაციურ ზეწოლას უნდა ამსუბუქებდეს ფასებზე, თუმცა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გავლენა ამ ეფექტს ანეიტრალებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების არგუმენტად ასევე მოყვანილია დოლარიზაციის მაღალი დონე, რაც ეკონომიკაზე იმპორტირებული ინფლაციის გადაცემის ეფექტს საგრძნობლად ზრდის. შესაბამისად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების ხანგრძლივობა შესაძლოა გაიზარდოს მომავალში ფორმირებული მოლოდინებისა და ერთობლივი მოთხოვნის გათვალისწინებით. მიმდინარე შეზღუდვები ერთობლივ მოთხოვნაზე და მიწოდებაზე (წარმოების ხარჯების ზრდა) ნეგატიურად მოქმედებს, რაც გაურკვევლობას საგრძნობლად ზრდის. შესაბამისად, 2021 წლის დასაწყისში მზარდი რისკების გამო, ნაკლებად მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილება. 2021 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება მნიშნელოვნად იქნება დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up