124-დან მხოლოდ 13 - სახელმწიფო ქონებები, რომელიც მორიგ აუქციონზე გაიყიდა

124-დან მხოლოდ 13 - სახელმწიფო ქონებები, რომელიც მორიგ აუქციონზე გაიყიდა

access_time2021-06-17 13:20:00

მთავრობამ პროგრამის „100 საინვესტიციო“ შეთავაზება ბიზნესს მორიგ, წელს რიგით მე-3 აუქციონზე მხოლოდ 13 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება გაყიდა.


ჯამში სულ აუქციონზე 128 ქონება იყო გამოტანილი, საიდანაც 4-ზე აუქციონი არ დასრულებულა.


მე-3 აუქციონზე გაყიდული ქონებიდან შემოსავალმა 3 942 000 ლარი შეადგინა, საწყისი ფასი კი 3 886 000 ლარი იყო.


გაყიდული ქონებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:


თბილისში, ჭირნახულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 9421.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 322 500 ლარი (საწყისი ფასი - 320 500 ლარი)


ქალაქ თბილისში, ვაგზლის ქუჩა N15-ის მიმდებრედ არსებული 8449.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 460 000 ლარი (საწყისი ფასი - 458 000 ლარი)



თბილისი, მატროსოვის ქ.N74-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2485 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 393 000 ლარი (საწყისი ფასი - 363 000 ლარი)


ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირ N10-ში (ნაკვეთი N19) მდებარე 15632 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 253 500 ლარი (საწყისი ფასი - 250 500 ლარი)


ქალაქ ბათუმში, თბილისის ქუჩა N1-ში არსებული 687 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 174 000 ლარი (საწყისი ფასი - 172 000 ლარი)


წყალტუბოში, სოფელ ფარცხანაყანევში მდებარე 36318.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაყიდვის ფასი 314 500 ლარი (საწყისი ფასი - 312 500 ლარი)


ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე 41625.00კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N4 (დანგრეული) და N5 (აუზი) შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 628 000 ლარი (საწყისი ფასი - 625 000 ლარი)
მცხეთაში, სოფელ მამკოდაში „ხოდაბუნების ტერიტორიაზე“ მდებარე 4023.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაყიდვის ფასი 247 000 ლარი (საწყისი ფასი - 245 000 ლარი)


ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ტანძიაში არსებული 20540.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 111 000 ლარი (საწყისი ფასი - 109 000 ლარი)


ქალაქ გარდაბანში, ქალაქ გარდაბნის ტერიტორიაზე არსებული 23672.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 742 000 ლარი (საწყისი ფასი - 739 000 ლარი)


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბეთში მდებარე 5587.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - გაყიდვის ფასი 150 000 ლარი (საწყისი ფასი - 148 000 ლარი)


წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოხტაში (ახალიკი) არსებული 20629.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 110 000 ლარი (საწყისი ფასი - 108 000 ლარი)


ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაშიჭალაში არსებული 11715.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - გაყიდვის ფასი 36 500 ლარი (საწყისი ფასი - 35 500 ლარი)


შეგახსნებთ, რომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმის შესახებ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. 2021 წლის განმავლობაში კი 2 აუქციონი უკვე ჩატარდა. მესამე აუქციონიც ფაქტობრივად, დასრულებულია. ბოლო აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე სულ გამოტანილი იყო 8 სახელმწიფო საწარმო; 128 არასასოფლო-სამერნეო დანიშნულების ობიექტი და 19 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამ უკანასკნელზე აუქციონი 18 ივნისს სრულდება.


BPN.GE


თეგები:
აუქციონი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up