Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:20 საათისთვის ერთი დოლარი 3.3600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.3175 კურსით დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2897 ლარია.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3700 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2700 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3710 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.2700 ლარად.