12:00 საათის მონაცემებით, იმ ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, ამომრჩევლის აქტივობამ 8,29% შეადგინა

12:00 საათის მონაცემებით, იმ ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, ამომრჩევლის აქტივობამ 8,29% შეადგინა

access_time2020-11-21 13:50:20

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

 

„წარმოგიდგენთამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 177 462-მაამომრჩეველმა, რაც არის ამომრჩეველთა რაოდენობის 8.29%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთის რეგიონში (21-ე მაჟორიტარულ ოლქში) - 11.4% (14 901 ამომრჩეველი). ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში - 6.2%, ჯამში  8 321 ამომრჩეველი.

 

ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან (11.29.12) დაკავშირებით, რომელიც უამინდობის გამო დაგვიანებით გაიხსნა. უბანზე ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს კენჭისყრა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ უბანზე 205 ამომრჩეველია. რაც შეეხება სპეციალურ საარჩევნო უბანს გუდაურში (11.29.10), სადაც 19 ამომრჩეველია,აღნიშნული უბანი უკვე ემსახურება იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს“,-აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

 

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, შეფერხების გარეშე დააფიქსირონ საკუთარი ხმა. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი, 145 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს.


 

„შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა მეორე ტურისთვის არის 2 140 210. ხოლო ამომრჩევლებს ემსახურება 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ 9 უბანი.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში (№665) შეტანილი ცვლილების თანახმად, 20 ნოემბრიდან გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია 22 ნოემბრის დილის 05:00 საათის ჩათვლით. შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს შეზღუდვების გარეშე გადაადგილების შესაძლებლობა აქვს.

 

მეორე ტურის დასრულებამდე დაახლოებით 7 საათი რჩება, ასე რომ ამომრჩევლებს მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, ხოლო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს მივმართავ - ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up