Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2413 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2350 კურსით დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარია.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2850 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2050 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2810 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.2000 ლარად.