12 ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი მსოფლიოში

12 ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი მსოფლიოში

access_time2021-03-06 20:00:06

ენერგოეფექტური ეკონომიკის ამერიკულმა საბჭომ (ACEEE) მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების რეიტინგი შეადგინა.


ექსპერტებმა 1000-ზე მეტი მოდელი შეისწავლეს, მათ შორის არა მხოლოდ ელექტროკარები, არამედ ჰიბრიდები და ჩვეულებრივი, ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილებიც იყო.


რეიტინგში შემავალი ყველა ავტომობილი 100-ბალიანი სისტემით შეფასდა, რაც უფრო მეტია ქულები, მით უფრო ეკოლოგიურად უსაფრთხოა მანქანა. სიის ზედა ნაწილში მყოფი 12 მოდელს შორის 7 ელექტრომობილია, დანარჩენი სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდები, რომლებიც ტრადიციულ ავტომობილებთან შედარებით ჰაერში გაცილებით ნაკლებ CO2-ს გამოყოფენ. 


2021 წლის ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო ავტომობილებია Hyundai Ioniq და MINI Cooper SE - ორივე ავტომობილმა 70 ქულა მიიღო.


ავტომწარმოებლები ელექტრომობილების ბაზარს აქტიურად ითვისებენ, მაგალითად, ამერიკული General Motors 2023 წლისთვის 23 მოდელს წარმოადგენს, ხოლო 2022 წლისთვის Jeep ყველა უკვე არსებული მოდელის ელექტრონულ ვარიანტს შექმნის.



ელექტრიფიკაცია ასევე დიდ ავტომობილების, პიკაპების და ჯიპებსაც შეეხება.


აღსანიშნავია, რომ ACEEE შეფასება არ შემოიფარგლება მხოლოდ გამონაბოლქვების მონიტორინგით. ექსპერტები ავტომობილების მთელი ექსპლუატაციის პერიოდის მანძილზე ატმოსფეროზე გავლენას აფასებენ, მათ შორის გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორც უტილიზების პირობები, ენერგიის წყარო, წარმოების ნარჩენები, აკუმლატორის დატენვისთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავების მიერ ბუნებისთვის მიყენებული ზიანი, და ა.შ.


იმის გამო, რომ ბევრ ავტომოყვარულს ელექტრომობილზე ან ჰიბრიდზე გადაჯდომა არ სურს, რეიტინგი ასევე ტრადიციული ავტომობილების ეკოლოგიურობასაც აფასებს, სიაში ისეთი დაბალლიტრაჟიანი მოდელებია, როგორც Chevrolet Spark, Kia Soul Eco, Toyota Sienna, Mazda MX-5, Mercedes-Benz GLA 250 და Volvo V90.


ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ეკოლოგიურობის შეფასებას ისეთი პარამეტრები ემატება როგორც საწვავის ეკონომია, ჯანმრთელობაზე ზემოქმედება და სასათბურე გაზების გამოყოფა.


როგორც მოსალოდნელი იყო, რეიტინგის ბოლო ადგილებზეა ეკოლოგიურად ყველაზე „ბინძური“ მოდელები, ძირითადად დიდ ჯიპები, პიკაპები, და მაღალი კლასის ევროპული ავტომობილები.


12 ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილია:


1. Hyundai Ioniq Electric EV — 70 ქულა
2. MINI Cooper SE Hardtop EV - 70 ქულა
3. Toyota Prius Prime PHEV — 68 ქულა
4. BMW i3s EV — 68 ქულა
5. Nissan Leaf EV — 68 ქულა
6. Honda Clarity PHEV — 66 ქულა
7. Hyundai Kona Electric EV — 66 ქულა
8. Kia Soul Electric EV — 65 ქულა
9. Tesla Model 3 Standard Range Plus EV — 64 ქულა
10. Toyota RAV4 Prime PHEV — 64 ქულა
11. Toyota Corolla Hybrid HEV — 64 ქულა
12. Honda Insight HEV — 63 ქულა.


zza.delo.ua

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ავტომობილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up