12-წლიანი მმართველობის შემდეგ ნეთანიაჰუმ ძალაუფლება დაკარგა – ბენეტის მთავრობა დაამტკიცეს

12-წლიანი მმართველობის შემდეგ ნეთანიაჰუმ ძალაუფლება დაკარგა – ბენეტის მთავრობა დაამტკიცეს

access_time2021-06-13 22:34:12

რამდენიმე წუთის წინ ისრაელის პარლამენტმა, ახალი მთავრობის ფორმირებას კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა. კოალიციას სათავეში იამინის ლიდერი, ნაფტალი ბენეტი უდგას. პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცებით ყოფილი პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს 12 წლიანი მმართველობა ოფიციალურად დასრულდა. 

ე.წ. "ცვლილებების მთავრობა" პარლამენტმა 120 ხმიდან 60-ით დაამტკიცა. 59 კი წინააღმდეგი იყო.

კოალიციური შეთანხმების შედეგად, იამინის ლიდერი ნაფტალი ბენეტი პრემიერმინისტრის თანამდებობას 2023 წლის სექტემბრამდე დაიკავებს, რის შემდეგაც ის თანამდებობას მომდევნო ორი წლით იეშ ატიდის ლიდერს, იარ ლაპიდს გადააბარებს.

ისრაელის ოპოზიციური პარტიები ერთიანობის მთავრობის ფორმირებაზე 3 ივნისს შეთანხმდნენ. მოცემული შეთანხმება გახდა ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი პრემიერმინისტრობის დასასრული.

ცენტრისტული იეშ ატიდის (მომავლის პარტია) ლიდერის, იაირ ლაპიდის თქმით, ერთიანობის კოალიციის შეთანხმება წარმატებით დასრულდა.

მარტში ჩატარებული ისრაელის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუს კოალიციამ 52 ადგილი მოიპოვა, ანტინეთანიაჰუს ბლოკმა 57, პარტია იამინამ 7, არაბთა პარტია რაამმა კი - 4. ბოლო ორი პარტია ჯერჯერობით არც ერთ კოალიციას არ უერთდება. 

ისრაელის ქნესეთში სულ 120 ადგილია. მთავრობის ფორმირებისთვის საჭიროა, მინიმუმ, 61 ადგილი.

ასევე 3 მარტს, ისააკ ჰერცოგი ისრაელის მე-11 პრეზიდენტი გახდა და პარლამენტში 2/3-ზე მეტი ხმა მოიპოვა. მანამდე ქვეყნის პირველი პირი 7 წლის განმავლობაში  იყო რუვენ რივლინი, რომელიც თანამდებობას მომდევნო თვეში დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერმინისტრის, ნეთანიაჰუს პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ წარუდგენია და არც რომელიმესთვის მიუცია ხმა.

თავის გამოსვლაში ჰერცოგმა თქვა, რომ ის შეეცდება, გააერთიანოს ისრაელის საზოგადოება, განსაკუთრებით  საზოგადოების შიგნით ბოლოდროინდელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ.



Tabula.ge

თეგები:
ნეთანიაჰუ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up