12 თებერვლიდან მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
„ავიარეისები შესრულდება შემდეგი მიმართულებით
▪ ნატახტარი - მესტია - ნატახტარი
▪ ნატახტარი - ამბროლაური - ნატახტარი
გაცნობებთ, რომ ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.