12-საათიანი სამუშაო რეჟიმი და უარი კუთვნილ შვებულებაზე - ქართულ სუპერმარკეტებში დასაქმებულთა შრომითი პირობები

12-საათიანი სამუშაო რეჟიმი და უარი კუთვნილ შვებულებაზე - ქართულ სუპერმარკეტებში დასაქმებულთა შრომითი პირობები

access_time2017-12-16 16:00:26

ხელფასის დაკლება გაუფრთხილებლად დანაკლისის აღმოჩენის, დაგვიანების ან იმ სამუშაოს შეუსრულებლობისათვის, რომელიც დასაქმებულის ფუნქციებში არ შედიოდა, ასევე იმის გამო, რომ თანამშრომელს კეპი არ ეხურა ან შესვენებიდან დაბრუნება 3 წუთით დააგვიანდა; ფსიქოლოგიური ძალადობა 12-საათიანი სამუშაო რეჟიმის პირობებში, უარი კუთვნილ შვებულებაზე სასურველ დროს და ა.შ. -სუპერმარკეტებში დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირი კრიტიკულად აფასებს და სპეციალური გამოკვლევით ეხმიანება.


ნათია ლიპარტელიანი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც სამსახური სწორედ იმ მიზეზების გამო დატოვა, რომელზეც არის საუბარი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მიერ მომზადებულ დასაქმებულთა მდგომარეობის გამოკვლევაში - ერთი წინადადებით რომ შევაფასოთ, ეს ვითარება სამუშაო ადგილზე გაუსაძლის პირობებსა და შრომით დისკრიმინაციას გულისხმობს, რაც, როგორც პროფკავშირში აცხადებენ, ფაქტობრივად, მონობის ტოლფასია:


„3 წუთზე მეტხანს საუბარი ნებისმიერ პირთან ხდებოდა დამატებითი ახსნა-განმარტების მიზეზი. ეს იყო უკვე იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ რაღაცას ვაშავებდით. ხოლო დაცვის სამსახურის მთავარი დანიშნულება თანამშრომლების კონტროლი იყო და არა ის საქმე, რაც რეალურად მათ ევალებოდათ“.


12-საათიანი სამუშაო გრაფიკის დროს საათნახევრიანი შესვენება ჰქონდათ, მაგრამ თანამშრომლებს მხოლოდ 15 წუთით ან მაქსიმუმ ნახევარი საათით სარგებლობა შეეძლოთ.


„შესვენებიდან დაბრუნებულები სამ წუთს თუ დავაგვიანებდით, ეს უკვე ჩვენს ხელფასზე აისახებოდა ჯარიმის სახით. თანაც, თანამშრომლები ამას იგებდნენ ხელფასის აღების დღეს“.


გაერთიანებულმა პროფკავშირმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით რამდენიმე სუპერმარკეტში არსებული ვითარება შეისწავლა. ესენია: „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ფრესკო“, კარფური“, „ვეჯინი“, „ევროპროდუქტი“ და „სპარი“. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩიეს და ისინი პირდაპირი ინტერვიუს ფორმით გამოკითხეს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 24.0%-ს მუდმივად უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება, ხოლო მათ 39.5 %-ს იშვიათად, თუმცა მაინც უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება. ამავე გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტთა 33.5 %-ს ხელფასი უკავდება. სოციოლოგ ნინო ესართიას განცხადებით, სუპერმარკეტებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 362 ლარია, ხოლო საშუალოდ დაკავებული ხელფასის რაოდენობა - 122 ლარი.


„ხელფასის დაკავების ძირითად მიზეზად, როგორც წესი, დანაკლისები სახელდება, თუმცა დასაქმებულები აცხადებდნენ, რომ სხვა მიზეზებიც არსებობდა ხელფასის დაკლებისა. მაგრამ პროცენტულად თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათ არ იციან რეალური მიზეზი - რის გამო აკლდებათ ხელფასი“.



ხელფასის დაკავების მიზეზებს შორის იყო, მაგალითად, იმ სამუშაოს შეუსრულებლობაც, რომელიც დასაქმებულის ვალდებულებაში არ შედიოდა; სამსახურში დაგვიანება, შესვენებიდან დაგვიანებით დაბრუნება და ა.შ., თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ე.წ. დანაკლისის აღმოჩენაა.



რესპონდენტების ყოველკვირეული საშუალო დატვირთვა 45 საათს შეადგენს. მათი 75,8 % არანაირ დამატებით ანაზღაურებას არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას. ასევე, არავინ უნაზღაურებს შრომას სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის რესპონდენტთა 80,2 % -ს. გამოკითხულთა 68,8 % იშვიათად ახერხებს შესვენებაზე გასვლას, ხოლო 3,8 % საერთოდ ვერ ახერხებს შესვენებით სარგებლობას.


კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი დიასამიძე, იხსენებს, რომ კვლევის დასაწყისში, როდესაც სუპერმარკეტების თანამშრომელთა ერთი ნაწილი შრომით დისკრიმინაციაზე ლაპარაკობდა, მეორე ნაწილი საპირისპიროს ამტკიცებდა. მათ მხოლოდ მოგვიანებით აღიარეს, რომ სიმართლის თქმის ეშინოდათ:


„მათ მხოლოდ მოგვიანებით აღიარეს, რომ ეშინოდათ რეალური პასუხების გაცემა ჩვენს კითხვებზე. შიშობდნენ, რომ ჩვენ ვიყავით მათივე უფროსების მიერ დაქირავებული ადამიანები“.



ვაჭრობის სფეროში მომუშავეთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა, მირანდა მანდარიამ, გაიხსენა ამბავი ერთ-ერთი ჰიპერმარკეტის თანამშრომლისა, რომელიც ახლა სასამართლოში ჩივის უკანონოდ დათხოვნის გამო და რომელსაც დამსაქმებელმა უარი უთხრა ბიულეტენის გამოყენებაზე:


„მან თან მოიტანა დირექტორის ბრძანება, რომელშიც ეწერა, რომ არც ერთ მის თანამშრომელზე არ გავრცელდებოდა ბიულეტენის გამოყენების წესი, რაც არის დასაქმებულების პირდაპირი დისკრიმინაცია და მათ უზღუდავს იმ უფლებასაც, რაც კანონით არის დაწესებული“.


მირანდა მანდარიას განცხადებით, ამ კონკრეტული ჰიპერმარკეტის ხელმძღვანელი მოლაპარაკებაზე მანამ არ დათანხმდა, სანამ მისივე ხელმოწერილი ბრძანება არ გაუგზავნეს ელექტრონული ფოსტით. ამ ამბის შემდეგ თითქმის ყველას აუნაზღაურეს განაცდური, თუმცა პირველმა მომჩივანმა სამსახური მაინც დაკარგა.


საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა 11 დეკემბერს გამოკვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ეს პრობლემა არ არის მხოლოდ ამ სექტორის, მხოლოდ სუპერმარკეტებში დასაქმებულთა პრობლემა:


„ეს აქლემი აუცილებლად დაიჩოქებს თქვენს კართანაც - თუ ჯერ აქამდე არ შეგხებიათ ეს პრობლემა, ხვალ აუცილებლად დადგებით მის წინაშე. ამ ადამიანების პრობლემები უნდა იქცეს ყველა დარგობრივი ორგანიზაციისა და ყველა პროფკავშირელის პრობლემად“.


ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, დღეს მოქმედი შრომის კოდექსი ისევ ვერ უპასუხებს დასავლეთის მოთხოვნებს და, მისი შეფასებით, საქართველოს მოქალაქეები რეალურად მე-17-მე-18 საუკუნეებში არსებული სტანდარტებით არიან დასაქმებულნი.


სუპერმარკეტების ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ასეთ პირობებში მათი ერთადერთი არჩევანი სამსახურიდან წასვლაა. საკუთარი უფლებების დაცვას სხვაგვარად ვერ ახერხებენ.


4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ შეატყობინა, რომ აპირებდა გამოეკვლია, იყო თუ არა მათთან სქესის ნიშნით დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროებით გამოხატული. გამოკვლევის შედეგად ქალებისათვის განკუთვნილ გასახდელებში ფარული ვიდეოკამერების არსებობის ფაქტი დადგინდა, რაც სახალხო დამცველმა დასაქმებულ ქალთა პირად ცხოვრებაში ჩარევად შეაფასა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აღნიშნული სუპერმარკეტების ქსელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა - დააჯარიმა 2 000 ლარით - და ვიდეომასალის განადგურება დაავალა. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, „ფრესკომ“ ეს რეკომენდაცია შეასრულა.


რადიო თავისუფლება შეეცადა დაკავშირებოდა კიდევ რამდენიმე სუპერმარკეტის ხელმძღვანელობას, მაგრამ ერთ ნაწილთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მეორე ნაწილთან გაგზავნილ კითხვებზე პასუხებს კი ამ დრომდე ველით.



„რადიო თავისუფლება“




ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა
access_time2019-03-19 13:00:33
„სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე შეიძლება აღვწეროთ მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით დღეს ყველაზე ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, საუბარია ასობით სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთა ბრუნვაც 2017 წლის მდგომარეობით 3 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო მათში დასაქმებული ადამიანების მთლიანი რაოდენობა 61 ათასს აღემატება.”  Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე საავტორო...

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“  გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„
access_time2019-03-19 12:00:48
წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა  გადაიდო - ამის შესახებ „კომერსანტს“  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ინვესტორმა კომპანია შპს „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2018 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სააგენტოს, სადაც ითხოვდა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ კი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის მქონე არანაკლებ 100 -ნომრიანი სასტუმროს 3 წლის ვადაში აშენების ვალდებულების, 2021 წლის...

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია
access_time2019-03-19 10:00:33
2019 წელს მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ადამიანები ფიქრობენ როგორ ჩაანაცვლონ ძვირადღირებული სიგარეტი შედარებით იაფიანი ალტერნატივით. ახალი ფასები, რომელიც პირველ რიგში თამბაქოს მომხმარებლების ჯიბეზე აისახება, აქციზის მატებამ გამოიწვია. მმართველი გუნდის მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.   ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თამბაქოს გაძვირება...

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„
access_time2019-03-19 09:00:03
თუ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა თავის სიმტკიცე და რეაგირება არ მოახდინა სარეგულაციო პაკეტის ნეგატიურ გავლენებზე, ქვეყნის ეკონომიკა გადავა ახალ სისტემაზე, რაც დაბალ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, — ამის შესახებ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ განაცხადა.  “კომერსანტმა კიკვიძეს GBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასება სთხოვა, რომლის თანახმად 2019 წლის თებერვალი ზარალით დაასრულა 15-დან 4-მა ბანკმა. როცა...

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“
access_time2019-03-18 21:30:35
სალომე ლემონჯავას რუბრიკის „დე-მონტაჟი“ პირველი სტუმარი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა. რუბრიკის პირველ შეკითხვაზე - როგორ მოგმართოთ ბატონო ზურაბ, ზურაბ-გირჩი თუ ჯაფარა, რესპოდენტმა არჩევანი ბოლო...


მსგავსი სიახლეები

up