12 რეკომედაცია - „აფბა“ მამუკა ბახტაძეს აზარტული თამაშების რეგულირებისკენ მოუწოდებს

12 რეკომედაცია - „აფბა“ მამუკა ბახტაძეს აზარტული თამაშების რეგულირებისკენ მოუწოდებს

access_time2018-07-12 13:15:00

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“-მ (აფბა) პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუწოდებს მთავრობის დამტკიცებისთანავე მიიღოს გადაწყვეტილება აზარტული თამაშების რეგულირების გამკაცრებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით ორგანიზაციამ პრემიერს12 რეკომენდაცია შეიმუშავა. აზარტული თამაშების რეგულირების კონკრეტული მექანიზმები ასეთია:

 

  • ვერიფიკაცია - შემოსავლების სამსახურის ბაზაზე, აზარტული თამაშების მსურველი საკუთარი პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე უნდა დარეგისტრირდეს, რითიც მაქსიმალურად შემცირდება არასრულწლოვნების ჩართულობა.


  • სპეციალური პროგრამის შექმნა – შემოსავლების სამსახურის ბაზაზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მოთამაშედ რეგისტრირებული პირების ტრანზაქციები. პროგრამა ადაპტირებული უნდა იყოს ყველა ლიცენზირებულ ვებ–გვერდთან, რომლებიც აზარტული თამაშების ორგანიზებას ახდენენ (აღნიშნული ეხება მხოლოდ ონლაინსივრცეს).


  • აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის შექმნა – საშემოსავლო სამსახურის ბაზაზე უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, სადაც მოხდება მოთამაშედ რეგისტრაცია რეალურ სივრცეში (შემოსავლები სამსახური, იუსტიციის სახლი). რეგისტრირების შემდეგ, მოთამაშემ უნდა მიიღოს სპეციალური კოდი, რომლითაც მონაწილეობას მიიღებს აზარტულ თამაშობებში.


  • წაგების ლიმიტების დაწესება – მოთამაშედ რეგისტრირების პროცესში პირმა უნდა მოახდინოს საკუთარი შემოსავლების დეკლარირება. ამის შემდეგ მისთვის განისაზღვრება თვეში წასაგები თანხის ლიმიტი, რომელიც შეიძლება განისაზღვროს დეკლარირებული შემოსავლის მაქსიმუმ 30%-40%–ით. დადასტურებული შემოსავლის არმქონე პირისთვის უნდა დაწესდეს წაგების მაქსიმალური ლიმიტი (აღნიშნული ეხება მხოლოდ ონლაინსივრცეს).


  • მოსაკრებლების ზრდა - მოსაკრებელი უნდა გაიზარდოს, როგორც სათამაშო სახლების შემთხვევაში, ასევე ონლაინ აზარტული თამაშების ბიზნესისთვისაც, ვინაიდან იგი დღესდღეობით საკმაოდ დაბალია და ბიზნესის ამ სექტორიდან ბიუჯეტი საკმაოდ მიზერულ შემოსავლებს იღებს.


  • კაზინოების და სხვა სათამაშო კლუბების ლოკაციის წესების გამკაცრება – უნდა შეიქმნას სათამაშო სახლების სპეციალური ლოკაციები, რაც გულისხმობს მათი მსხვილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით გადატანას. სახელმწიფო ასეთ დაწესებულებებს სთავაზობს სპეციალურ ზონებს, გარკვეული შეღავათებით. აღნიშნული ინიციატივა არ უნდა შეეხოს ისეთ სივრცეებს, სადაც კაზინოსექტორი უკვე სარგებლობს გარკვეული პრეფერენციებით.


  • თამაშის წესები რეალურ სათამაშო სახლებში – რეალურ სათამაშო სახლებში არ მოქმედებს წაგების ლიმიტები. საჭიროა რეზიდენტ ფიზიკურ პირს ჰქონდეს მოთამაშის სტატუსი, ანუ ის უნდა იყოს რეგისტრირებული აზარტული თამაშების რეესტრში და უნდა ჰქონდეს გადახდილი შესაბამისი მოსაკრებელი.


  • არარეზიდენტი ფიზიკური პირები – უცხოელ ვიზიტორებზე რეალურ სათამაშო სახლებში თამაშის შეზღუდვები არ უნდა მოქმედებდეს.


  • უცხოური ონლაინ აზარტული თამაშების ვებგვერდები – ისეთი ვებ–გვერდები, რომლებსაც არ გააჩნით საქმიანობის საქართველოში გაცემული ლიცეზია და არ არიან აზარტული თამაშების ერთიანი რეესტრის ნაწილი, უნდა დაიბლოკოს.


  • რეკლამის შესახებ კანონი - მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს საჯარო სივრცეებში აზარტული თამაშების რეკლამის განთავსება, ამავდროულად უნდა მოხდეს სატელევიზიო რეკლამების, მათ შორის, სასპონსორო პაკეტების, ეტაპობრივი შეზღუდვა. 

 

როგორც ფბაში აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია ჩართული, მათ შორის არასრულწლოვნებიც და ეს ბიზნესი, რეგულირების არსებული პრაქტიკით, სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს. აზარტული თამაშები ასევე  ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ქვეყანაში არსებული სიღარიბისა და ჭარბვალიანობის. გარდა ამისა, ონლაინ–თამაშები სხვა დამატებითი რისკების მატარებელიცაა. საუბარია ფულის გათეთრებაზე და ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით შესაძლო გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხარვეზი არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში.


აფბას ვიცე-პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის განცხადებით, საგანგაშოა აზარტული თამაშების ბრუნვის მაჩვენებლის მუდმივი ზრდაც, რომელმაც 2017 წელს 5,6 მილიარდი შეადგინა და იგი ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარით იზრდება.  ამ ყველაფრის ფონზე კი ბიუჯეტში მიზერული თანხა, მხოლოდ 332 მილიონია შესულია. ციფრები იმდენად საგანგაშოა, რომ სათამაშო ბიზნეს-ასოციაციამ საქსტატთან მემორანდუმი გააფორმა, რათა განსხვავებული მეთოდოლოგიით მოხდეს ბრუნვის მაჩვენებლების დათვლა.


 


კომერსანტი

 






ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
access_time2018-11-14 18:55:47
ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით მიიღო. წინააღმდეგ 97 ევროპარლამენტარი წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების...

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია
access_time2018-11-14 19:11:19
იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს ეხმიანება და სრულად ეთანხმება დოკუმენტში ხაზგასმულ ყველა პრობლემასა თუ რეკომედანციას. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად არ პასუხობს. ქვეყანაში არსებული მწვავე მდგომარეობის ერთ-ერთ სათავეს კი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოში ხედავს. მეტიც, იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი...

რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს

 რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს
access_time2018-11-14 20:00:00
„აშშ-მ შესაძლებელია რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესოს“ — ბრიტანული კომპანია  Facts Global Energy (FGE), რომელიც ნავთობისა და გაზის ბაზარს შეისწავლის, თავის მომხმარებელს აფრთხილებს. ექსპერტები რუსული ნავთობის წინაამღდეგ  სანქციების ამოქმედებას პროგნოზირებენ. უფრო ზუსტად,  კომპანიაში მიაჩნიათ, რომ  შეზღუდვების ახალი პაკეტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშშ-ში ნებისმიერი რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, მათ შორის...

ლაშა ქორიძე: საქართველო გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

ლაშა ქორიძე: საქართველო  გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა
access_time2018-11-14 18:00:04
 ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი...

ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი ვარდნა გასული 3 წლის განმავლობაში

ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი ვარდნა გასული 3 წლის განმავლობაში
access_time2018-11-14 15:46:18
ნავთობის ღირებულება 7%-ით, $55.69-მდე შემცირდა, რაც 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა. ასევე ნიშანდობლივია, რომ 1983 წლის შემდეგ პირველად, როდესაც შავი ოქროს ფასი ზედიზედ 12 დღის განმავლობაში უფასურდება. ოქტომბრის დასაწყისში 1 ბარელი ნავთობის ფასმა $76-ს მიაღწია, რასაც ვარდნა მოჰყვა. ანალიტიკოსების შეფასებით, ვარდნის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მიზეზი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია, რომელიც 4 ნოემბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up