კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.
ეროვნული ბანკის მიერ 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2914 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან $1/3.2938 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2887-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.8021 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.7194-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/494.1600 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 494.0600 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6990 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6988-ის ნიშნულზე იყო.