12 მითი ჰიდროენერგეტიკის შესახებ

12 მითი ჰიდროენერგეტიკის შესახებ

access_time2022-10-11 15:45:36

ჰიდროენერგიის საერთაშორისო ასოციაციამ (IHA), რომელიც 120 ქვეყნის ენერგოკომპანიებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს, ჰიდროენერგეტიკის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებსა და მითებს ვრცელი სტატია მიუძღვნა. „12 გაბათილებული მითი ჰიდროენერგეტიკაზე“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ედი რიჩი გახლავთ.


მითი #1: განახლებადი მხოლოდ ქარისა და მზის ენერგიაა


რეალობა: ჰიდროენერგია - მსოფლიოში მცირე ნახშირბადული კვალის მქონე ელექტროენერგიის ყველაზე დიდი წყაროა


2021 წელს ჰიდროენერგეტიკამ გამოიმუშავა მსოფლიოს ელექტროენერგიის დაახლოებით 16% (4252 ტვტ.სთ) - იმდენივე, რამდენიც განახლებადი ენერგიის ყველა სხვა წყარომ ერთად. ჰიდროგენერაციის ბოლოდროინდელმა ზრდამ, რაშიც ლიდერი ჩინეთია, გასული 5 წლის განმავლობაში გლობალურ ჰიდროგენერაციას თითქმის 50 გგვტ სიმძლავრე შეჰმატა.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ასოციაციის 2022 წლის ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესახებ.


მითი #2: მარტო ქარისა და მზის ენერგია საკმარისია მთელი პლანეტის უზრუნველსაყოფად


რეალობა: განახლებადი ენერგიის ცვალებად წყაროებს, როგორებიცაა ქარისა და მზის ენერგია, ელექტროენერგიის საიმედო სარეზერვო წყარო სჭირდებათ


ქარისა და მზის ენერგია უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჰიდროენერგია. ეჭვგარეშეა, რომ ორივე ტექნოლოგია გადამწყვეტია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროგრესის მისაღწევად. მაგრამ რა ხდება, როცა ქარი არ ქრის და მზე არ ანათებს?

წიაღისეულ საწვავს დავუბრუნდეთ? ელექტროენერგიის გათიშვას შევეგუოთ? თუ ჰიდროენერგეტიკის სახით საიმედო, მოქნილი, მტკიცე ენერგია გამოვიყენოთ?

სწორედ ამიტომ აცხადებენ ენერგეტიკისა (IEA) და განახლებადი ენერგიის (IRENA) საერთაშორისო სააგენტოები, რომ აუცილებელია, გავაორმაგოთ ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე, რათა მომდევნო 30 წლის განმავლობაში არ ჩამოვრჩეთ გზას ნულოვანი ნახშირბადული კვალის მიღწევისკენ. ამგვარად, ელექტროენერგეტიკული სისტემის მოქნილობის ზრდასა და ქარისა და მზის ცვალებადი ენერგიების დაბალანსებაში ჰიდროენერგეტიკის როლი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰიდროენერგეტიკა მზად არის, შეავსოს წიაღისეული საწვავის მიერ დატოვებული ცარიელი ნიშა.


მითი #3: ჰიდროელექტროსადგურები აღარ შენდება


რეალობა: პოტენციური ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე უხვად არსებობს მსოფლიოს ყველა რეგიონში


როგორც აკადემიურმა კვლევებმა აჩვენა, გლობალურად საკმარისზე მეტი პოტენციალი არსებობს საიმისოდ, რომ 2050 წლისთვის 1200 გგვტ-ზე მეტ ჰიდროენერგეტიკულ სიმძლავრეს მივაღწიოთ, - თუნდაც ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოსდაცვითი შეზღუდვების გათვალისწინებით. სწორედ ამ პოტენციალის ათვისება იქნება გასაღები ნულოვანი ნახშირბადული კვალის ამბიციური მაჩვენებლის მისაღწევად.

ჰიდროენერგიის საერთაშორისო ასოციაციის ანგარიშში „ჰიდროენერგეტიკა 2050“, რომელშიც მიმოხილულია ყველა რეგიონში არსებული პოტენციური სიმძლავრე, აღმოვაჩინეთ დიდიჰიდროპოტენციალი იმ ადგილებში, სადაც ჰიდროენერგეტიკა შედარებით განუვითარებელია. მაგალითისთვის, აფრიკის ჰიდროპოტენციალის 89% აუთვისებელია. ამასთან, ანგარიშში მოცემულიმაჩვენებლები არ მოიცავს ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების მშენებლობის შესაძლებლობას, რაც დამატებით დიდ პოტენციალს წარმოადგენს.


მითი #4: ნახშირბადული კვალის ნულოვანი ნიშნულის მისაღწევად ახალი ტექნოლოგიები გვჭირდება


რეალობა: ტექნოლოგიები უკვე გაგვაჩნია, მაგრამ მათ არ ვიყენებთ


როდესაც საქმე კლიმატის ცვლილებას ეხება, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ნახშირბადული კვალის ნულოვანი ნიშნულის მიღწევა საჭიროებს ახალ ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, რომელიც ახალი თაობის გამომგონებლების ფანტაზიამ უნდა წარმოშვას.


არ დაიჯეროთ! დიახ, ინოვაციები ყოველთვის უნდა იყოს წახალისებული, მაგრამ ჩვენი ამბიცია, მივაღწიოთ ნახშირბადული კვალის ნულოვან ნიშნულს, მასზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ უკვე გვაქვს ინსტრუმენტები ამ ამბიციის მისაღწევად. გვაქვს ცვალებადი განახლებადი ენერგია ქარისა და მზის ენერგიის სახით, რომელიც დაბალანსებულია ბატარეებით, ჰიდრომააკუმულირებელი სადგურებით (PSH) და მწვანე წყალბადით. ამ კომბინაციების გამოყენებით შეგვიძლია, ვიცხოვროთ სამყაროში, რომელშიც გვექნება ნულოვანი ემისია.


ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები, როგორც "მსოფლიოს წყლის ბატარეა", ქარისა და მზის ცვალებადი ენერგიის იდეალური ბუნებრივი დამბალანსებელია. ამგვარ სადგურებზე ელექტროენერგიის გლობალური მარაგის 90%-ზე მეტი მოდის.


ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გლობალურად გამოავლინა 600 000-ზე მეტი პოტენციური ტერიტორია, სადაც ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მშენებლობაა შესაძლებელი. საუბარია 23,000 ტერავატსაათი ელექტროენერგიის პოტენციურ საცავზე და ამ პოტენციალის ათვისების გარეშე ენერგეტიკული ტრანზიცია მნშვნელოვნად შეფერხდება.



ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. გაეცანით მიმოხილვას IHA-სა და აშშ-ის მთავრობის მიერ გამართული საერთაშორისო ფორუმის შესახებ, რომელიც ჰიდრომააკუმულირებელ სადგურებს მიეძღვნა.


მითი #5: ძველი ჰიდროელექტროსადგურები დემონტაჟს საჭიროებენ


რეალობა: ჰიდროენერგია მუდმივი რესურსია


მსოფლიოში 600 გგვტ-ზე მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე მოძველებულ ჰიდროელექტროსადგურებს ვხვდებით. მართალია, რამდენიმე სადგური დემონტაჟს საჭიროებს, მაგრამ მათი უმრავლესობა მოდერნიზებას ექვემდებარება.


IHA-მ უკვე ჩაატარა კვლევები აზიასა და ლათინურ ამერიკაში მოდერნიზაციის პოტენციალის შესასწავლად. მალე მსგავს კვლევას დავასრულებთ აფრიკაშიც.


არსებული რესურსის განახლება, ცხადია, დიდი შესაძლებლობაა მწვანე ელექტროენერგიის გენერაციისთვის და კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ არ გვჭირდება ახალი ტექნოლოგიების შემუშავება ნახშირბადული კვალის ნულოვანი ნიშნულის მისაღწევად.


მითი #6: ყველა დამბა ელექტროენერგიის გენერირებისთვის გამოიყენება


რეალობა: მსოფლიოში აშენებული დამბებიდან ელექტროენერგიის გენერირებისთვის ყოველი მეხუთე კაშხალიც კი არ გამოიყენება


მსოფლიოს ჰიდროელექტროდამბების უმეტესობა მრავალფუნქციურია, მათ დანიშნულებებს შორისაა წყალდიდობების პრევენცია და გვალვის კონტროლი, სარწყავი წყლით უზრუნველყოფა და წყალმომარაგება.

ამის საპირისპიროდ, მსოფლიოში უძრავი დამბების 80%-ს მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.


მითი #7: ჰიდროენერგია არამდგრადი რესურსია


რეალობა: არამდგრადი ჰიდროენერგია არ არსებობს


IHA-ს წევრები, რომლებზეც მსოფლიოში ათვისებული ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრის მესამედი მოდის, იცავენ მდგრადი ჰიდროენერგეტიკის შესახებ სან ხოსეს დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „ერთადერთი მისაღები ჰიდროენერგია არის მდგრადი ჰიდროენერგია“. ამასთან, ახალი პროექტები დამოუკიდებლად უნდა იყოს სერტიფიცირებული ჰიდროენერგეტიკული მდგრადობის სტანდარტით შექმნილი და მართული მრავალმხრივი დაინტერესებული მხარეების მიერ.

ეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტია განახლებადი ენერგიის სექტორში. ამ გზით პროექტებმა ჯანსაღი ეკოსისტემები, აყვავებული თემები, მდგრადი ინფრასტრუქტურა და კარგი მმართველობა უნდა უზრუნველყონ.

სტანდარტი შეესაბამება მსოფლიო ბანკისა და IFC-ს მდგრადობის ჩარჩოებს, ასევე „კლიმატური ობლიგაციების ინიციატივის მოთხოვნებს მწვანე ობლიგაციებისათვის“.


მითი #8: გვალვები ჰიდროენერგეტიკას გამოუსადეგარს გახდის


რეალობა: გვალვისა და წყალდიდობის შესამცირებლად პირიქით - მეტი ჰიდროენერგია გვჭირდება


არასტაბილური მეტეოროლოგიური პირობების გახშირებასთან ერთად, წყლის მართვა და მრავალფუნქციური რეზერვუარები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად, ესპანეთი, დღეს გვალვას 1970-იან წლებში წყლის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების წყალობით უმკლავდებიან.


IHA-ს კლიმატის ცვლილებასთან მედეგობის გზამკვლევი ჰიდროენერგეტიკის ოპერატორებს აძლევთ ერთგვარ გეგმას, რათა ამინდის მზარდი ცვალებადობის მიმართ მედეგობა უზრუნველყონ.


მითი #9: ჰიდროენერგია ძვირი რესურსია


რეალობა: ჰიდროენერგია განახლებადი ენერგიის რიგით მეორე ყველაზე იაფი რესურსია თავისი სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში


კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისი საექსპერტო ჯგუფის (IPCC) უახლეს ანგარიშშინათქვამია, რომ ჰიდროენერგეტიკისთვის ელექტროენერგიის წარმოების დაყვანილი ღირებულება (LCOE) უფრო დაბალია, ვიდრე წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ყველაზე იაფი რესურსი და რომ ჰიდროენერგეტიკა ელექტროენერგიის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ტექნოლოგიაა.


ჰიდროენერგეტიკული პროექტის სრული სასიცოცხლო ციკლისთვის, 40-80 წლის განმავლობაში, სადგურის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯები წელიწადში 1 კილოვატ ენერგიაზე საინვესტიციო ხარჯის მხოლოდ 2-2,5%-ს შეადგენს.

მითი #10: ჰიდროენერგეტიკა სათბურის გაზების სიჭარბეს იწვევს


რეალობა: სათბურის გაზების საშუალო სასიცოცხლო ციკლის ჰიდროენერგიაზე ნაკლები ემისიები მხოლოდ ქარისა და ატომურ ენერგიას გააჩნია


დამოუკიდებელმა კვლევამ აჩვენა, რომ ელექტროენერგიის გენერაციისთვის წიაღისეული საწვავის ნაცვლად ჰიდროენერგიის გამოყენება ბოლო 50 წლის განმავლობაში 100 მილიარდ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფის თავიდან აცილებაში დაგვეხმარა.


მიუხედავად ამისა, ენერგიის ყველა წყარო, მათ შორის განახლებადიც, მათი წარმოების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის შედეგად ნახშირბადის ემისიას იწვევს. IPCC-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ მხოლოდ ქარისა და ატომურ ენერგიას აქვს სათბურის გაზების საშუალო სასიცოცხლო ციკლის უფრო დაბალი ემისიები, ვიდრე ჰიდროენერგიას. მასში ნათქვამია, რომ ჰიდროენერგეტიკის შემთხვევაში სათბურის გაზის (GHG) ემისიის საშუალო ინტენსივობა 24 gCO2-eq/kWh-ია. შედარებისთვის, გაზის საშუალო მაჩვენებელი 490 გCO2-ეკვ/კვტ.სთ-ია.


მითი #11: ჰიდროენერგია მოძველებული ტექნოლოგიაა


რეალობა: ჰიდროენერგეტიკული ტექნოლოგიები სწრაფი ტემპით ვითარდება


მართალია, ჰიდროენერგეტიკა განახლებადი ტექნოლოგიებიდან უძეველესია, მაგრამ იგი სწრაფად ვითარდება და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ცვალებად ენერგეტიკულ მიქსს თან სდევს ჰიდროენერგეტიკაზე მოთხოვნის ზრდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქნილი, საიმედო ენერგეტიკული სერვისები და მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსი. ჰიდროენერგეტიკული ტექნოლოგიების ახალი მიღწევები ხელს უწყობს ცვალებადი განახლებადი ენერგიის - ქარისა და მზის ენერგიის ქსელში ინტეგრირებას.


მითი #12: ჰიდროენერგიის საჭიროებას ბაზარი განსაზღვრავს


რეალობა: მდგრადი ჰიდროენერგეტიკული სექტორის მომავალი პოლიტიკური ნებისა და არჩევანის საკითხია


ჰიდროენერგეტიკა არ იღებს კომპენსაციას მისი ფართო გამოყენებისთვის და ისეთი ფაქტორებისთვის, როგორიცაა მოქნილობა, საიმედოობა, მარაგების შენახვა, წყალდიდობის პრევენცია და გვალვის კონტროლი, წყალმომარაგება და სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფა. ენერგეტიკული ბაზრები უნდა იყოს ადაპტირებული, რათა შესაბამისად შეფასდეს ჰიდროენერგიის მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით კი იმისთვის, რომ ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები ბაზარზე სუფთა ენერგიის ძირითად წყაროდ იქცეს.


გარდა ამისა, საჭიროა პროპორციული, გამარტივებული ლიცენზირების პროცესები, რათა ნახშირბადული კვალის ნულოვანი ნიშნულის მისაღწევად ჰიდროენერგეტიკა სწრაფად გაიზარდოს.


მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ ინვესტიციებს მოდერნიზაციის, არაენერგეტიკული კაშხლების რეკონსტრუქციისა და მზის მცურავი პანელების ჰიდროენერგეტიკულ რეზერვუარებში ინტეგრაციის გზით არსებული ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად გასაზრდელად.


ამასთანავე, ყველა მხარემ (მთავრობებმა, ფინანსისტებმა, ოპერატორებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა) მხარი უნდა დაუჭირონ ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის ფართოდ დამკვიდრებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up