12 მაისიდან, ავიაკომპანია Fly Dubai დუბაი-ბათუმის-დუბაის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი „TAV Georgia“ ავრცელებს.
„29 აგვისტოს ჩათვლით რეისები კვირაში სამჯერ, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.