ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკა ციფრებში - საქართველომ ხუთ წელიწადში 4.3 მლრდ. ლარი დაკარგა

ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკა ციფრებში - საქართველომ ხუთ წელიწადში 4.3 მლრდ. ლარი დაკარგა

access_time2018-09-11 15:00:00

დღევანდელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მთავარ მიღწევად ეკონომიკურ ზრდას ასახელებს, ამის პარალელურად კი „ნაციონალური მოძრაობა“ აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც რეალობა განსხვავებული და საპირისპიროა. ქვეყნის ეკონომიკა ზრდის ნაცვლად მცირდება. დეტალებზე ექსკლუზიურად „კომერსანტს დეპუტატი რომან გოცირიძე ესაუბრა და პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის სრული ვერსიაც გადმოგვცა. „ოცდაორი თეზისი ქვეყნის სავალალო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღსაწერად“ — სწორედ ასე ეწოდება დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი ქვეთავი ქვეყნის ეკონომიკის ზოგად მდგომარეობას ასახავს. 


როგორც რომან გოცირიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კვლევა სრულად გადმოსცემს 2012 წლიდან დღემდე არსებულ ვითარებას და ასევე მდგომარეობა შედარებულია 2012 წლამდე არსებულ რეალობასთანაც. მისივე თქმით:


•2004-2012 წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 6,2%

•2013-2017 წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 3,6%

ზრდის ტემპის შემცირების გამო ქვეყანამ ბოლო ხუთ წელიწადში დაკარგა 4,3 მილიარდი ლარი


რაც შეეხება ეკონომიკური ვითარების ზოგად შეფასებებს,  დოკუმენტის მიხედვით ირკვევა შემდეგი:


  1. მთლიანი შიდა პროდუქტი 2017 წელს, მყარ ვალუტაში გამოხატული, იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე 2012 წელს.


-2003 -2012 წლებში, ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას რეალური მშპ-ს ზრდამ (გამოხატული ლარებში) შეადგინა 71%, ხოლო 2012-2017 წლებში 20%.

- 2017 წელს მშპ-ს მაჩვენებელმა , გამოხატული მყარ ვალუტაში, შეადგინა იმაზე ნაკლები, ვიდრე 2012 წელს.



- ასევე, 2012 წელს მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარში) იყო იმაზე მეტი, ვიდრე 2017 წელს. ( მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2012 წ- $ 4 250, 2017 წელს - $ 4 068)



2) 2017 წლის, მყარ ვალუტაში გამოხატული ბიუჯეტი იყო უფრო ნაკლები, ვიდრე 2012 წელს.


3) მთლიანი სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში იზრდება. 2012 წელს ეს მონაცემი შეადგენდა 35%-ს, ხოლო 2017 წელს 44,6%-მდე გაიზარდა.


4) სახელმწიფო ვალი 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა.


  •  2012 წელს მთლიანი სახელმწიფო ვალი იყო 9,1 მლრ. ლარი, 2018 წელს კი 17,9 მლრ. ლარს შეადგენს.
  •  საშინაო ვალი 6 წლის განმავლობაში გაიზარდა 2 მლრ. ლარით



5) ლარი დოლართან მიმართებაში 2012 წლის შემდეგ 55%-ით გაუფასურდა.


6) საშუალო ხელფასი 2003 წლიდან (59 $) 2012 წლამდე (432 $) 632 %-ით გაიზარდა, ხოლო 2012-2016 წლებში 8%-ით დაიკლო.


7) უმუშევრობა კერძო სექტორში იზრდება


კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს, უმუშევრობა კი სახელმწიფო ინსტიტუტებში დასაქმებულთა ზრდის ხარჯზე „მცირდება“. სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2012 წლიდან 2018 წლამდე საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 11 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო მარტო ბოლო სამი წლის მონაცამებით, არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ოდენობა 25 ათასით შემცირდა.


8) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ვერ მიაღწია 2007 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს.


2007 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მშპ-ს დაახლოებით 20% შეადგინა, ხოლო ბოლო 6 წლის განმავლობაში აღნიშნული თანაფარდობა დაახლოებით 9%-ს ფარგლებში მერყეობს.


9) ქვეყანა იცლება. მიგრაციული სალდო კვლავ უარყოფითია


10) ქართული ოცნების მთავრობის პერიოდში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2018 წელს, 6 თვის შედეგების მიხედვით, 5,7%. ეს მაჩვენებელი პირველად გადასცდა 5%-იან ნიშნულს. ესეც კი ბევრად ჩამორჩება 2003-2012 წლის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც შეადგენდა 6,7%-ს.


2004-2012 წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელია 6,3 % ( რომ არა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზი, რის შედეგადაც 2009 წელს მშპ-ს ზრდამ -3,7% შეადგინა, 2004-2012 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა იქნებოდა დაახლოებით 7,5%)

2013-2017 წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელია 3,6 %



დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გაორმაგდა  სახელმწიფო ვალიც. კერძოდ:

•სახელმწიფო ვალი 2012 წელს იყო 9,1 მლრდ. ლარი, 2018 წელს კი 17,9 მლრდ. ლარს მიაღწევს.

სახელმწიფო ვალი 8,8 მლრდ.ლარით გაიზარდა.


რაც შეეხება დანარჩენ ქვეთავებს, ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, ასევე შეფასებულია ქვეყნის სოციალური და დემოგრაფიული ვითარება. გამოკვლეულია ბიუროკრატიის ზრდის ტენდენციებიც. „კომერსანტი“ დანარჩენ საკითხებსაც ოპერატიულად მოგაწვდით. 



სალომე ლემონჯავა




მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up