საქართველოს აეროპორტებში 11 თვის მონაცემებით მგზავრთნაკადი 4% გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებში 11 თვის მონაცემებით მგზავრთნაკადი 4% გაიზარდა

access_time2019-12-09 13:32:58

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4,869,190 მგზავრს მოემსახურა. რაც 4% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,696,115 მგზავრი).


რაც შეეხება ნოემბრის თვეს, მგზავრთნაკადის ზრდა კვლავ თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში  214,571 მგზავრს მოემსახურა, რაც -18% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 261,209 მგზავრი ). შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის -2% კლებაა 11 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,470,438 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,547,553 მგზავრი).   

      

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის ნოემბერში 50 % გაიზარდა და 72,032 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 47,868 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის მონაცემებს, იანვარ-ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  791,356 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41% მეტია. (2018 წელი 560,254 მგზავრი).

 

2019 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26,311 მგზავრმა ისარგებლა. რაც  7 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 24,677 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 597,939 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 580,370 მგზავრი).

 

 ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში წლის დასაწყისში არსებული მოლოდინით, როდესაც რუსუთის მიმართულებით ფრენები სრულდებოდა, ნოემბრის თვეში უნდა ყოფილიყო 13 % ზრდა, რეალურად კი თბილისის შემთხვევაში -18 % იანი კლებაა.  ბათუმის აეროპორტში 15 %-იანი ზრდის მოლოდინი იყო, რეალურად კი მხოლოდ 7 % -იანი ზრდა დაფიქსირდა. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები მოლოდინებზე მეტია ქუთაისის აეროპორტია. 2019 წლის დასაწყისში, ნოემბრის თვეში 42 % ზრდის მოლოდინი იყო, რეალურად კი -  50 % ზრდა გვაქვს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქუთაისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოვიდა და ასევე მოსალოდნელზე უკეთ მუშაობს Wizz air-ის ახალი მიმართულებები.


 

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს:

 

მესტიის აეროპორტი 11 თვეში 7,658 მგზავრს მოემსახურა. რაც 19 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 6,439 მგზავრი). ნოემბრის თვეში მესტიის აეროპორტით 572 მგზავრმა ისარგებლა, რაც   99 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 288 მგზავრი).


ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 1,799 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,499 მგზავრი).რაც შეეხება ნოემბრის თვეს, ნოემბერში ამბროლაურის აეროპორტი 130 მგზავრს მოემსახურა, რაც 83 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 71 მგზავრი).


11 თვის ჯამში ადგილობრივი აეროპორტებით 9,457 მგზავრმა ისარგებლა რაც 19%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 7,938 მგზავრი). 

 

 




„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა

როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა
access_time2020-01-19 13:00:51
"ჩრდილოვანი მმართველი" - ასე მოიხსენიებდნენ საერთაშორისო მედიასა, თუ პირად საუბრებში ვლადიმირ პლახოტნიუკს, რომელიც მოლდოვას 9 წლის განმავლობაში არაფორმალურად მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობა, რომელიც პლახოტნიუკს ქვეყანაში ეკავა, პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტი იყო, ის აკონტროლებდა ქვეყნის ყველა ოფიციალურ უწყებასა და ინსტიტუტს, ასევე მედიის უდიდეს ნაწილს. პლახოტნიუკი იყენებდა თავის გავლენას სასამართლო სისტემასა და ქვეყნის სხვა ინსტიტუტებზე, რათა...


მსგავსი სიახლეები

up