Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 11:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4050 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.3650 კურსით დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3409 ლარია.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.4500 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.3500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.4610 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.3600 ლარად.
რაც შეეხება ევროს კურსს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მკვეთრად უფასურდება. კომერციულ ბანკებში და სავალუტო ჯიხურებში 1 ევროს შეძენა 4 ლარადაა შესაძლებელი.