1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების თითქმის 125 ათასი ბიტკოინი ერთი ელექტრონული საფულიდან მეორში ერთი ტრანზაქციით გადაიტანეს. ამის შესახებ Mashable-ი წერს.
გადარიცხვის საკომისიომ ჯამში მხოლოდ 80 დოლარი შეადგინა. ეს გარიგება იქცა უმსხვილეს ერთჯერად გარიგებად თუ კი გავითვალისწინებთ ბიტკოინის მიერ დოლართან მიმართებით არსებულ კურსს გადარიცხვის მომენტში.
გადაირცხული კრიპტოვალუტის მოცულობა მიმოქცევაში არსებული კრიპტოვალუტის ერთეულების მთლიანი მოცულობის თითქმის 0,7%-ია.
წინა რეკორდი ეკუთვნის 2019 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას, რომლის დროსაც თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების 94 ათასი ბიტკოინის ტრანზაქცია მოხდა.
2020 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის კურსი 20%-ით გაიზარდა. 14 იანვრის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 8600 დოლარს აჭარბებდა.
imedinews.ge