11 მაისიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
შესაბამისად, თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უქმდება.თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა.
18 მაისს მარნეული სრულად გაიხსნება.„მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს, სწორედ ამიტომ გვჭირდება ეს დამატებითი დრო. ეს ეხება როგორც მარნეულის, ისე იმ დანარჩენ რეგიონებს, რომელზეც ქვემოთ ვსაუბრობდი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც ცნობილია, ხუთი მაისიდან შეზღუდვა უკვე მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში.