11 მაისიდან ავიაკომპანია Air France-ის თანამშრომლების მგზავრებს ბორტზე ასვლამდე ტემპერატურას გაუზომავენ. ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბორტზე ასასვლელად მგზავრებს 38 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა უნდა ჰქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ რეისზე არ დაუშვებენ და ფრენისთვის სხვა თარიღს შესთავაზებენ.
გარდა ამისა, 11 მაისიდან, ავიაკომპანიის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი ვალდებული იქნება, ფრენის დროს პირბადე ატაროს.
Imedinews