11 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 114 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1701 ლარი გახდა (ეს კურსი 12 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.1575 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1673-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გამყარდა და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8.384 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/8.4261 ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.4149-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გამყარდა და დოლართან მიმართებაში 519.05 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/519.0600 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 518.5300 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.6983 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6992 ნიშნულზე იყო.