საქართველოს ევროპული გზა- 11 ივლისს  ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

საქართველოს ევროპული გზა- 11 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

access_time2019-07-09 13:02:23


2019 წლის 11-12 ივლისს,  ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს ევროპული გზა უმასპინძლებს.


აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩევა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვევიან, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიისა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნები, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.


ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციას - „ღირებული თანამშრომლობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები 11 ივლისს მისასალმებელი სიტყვით გახსნის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.


კონფერენცია ორი დღის განმალობაში გაგრძელდება და სხვადასხვა თემატურ სამუშაო სესიაზე მონაწილეები შეაფასებენ აღმოსავლეთ პარტნიორობას, ათწლეულის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ახალ იდეებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის და იმსჯელებენ სამომავლო ნაბიჯებზე.



მასშტაბური კონფერენციის პირველი სესია სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნას და ამ სტრატეგიული პროექტის ეფექტიანობას მიეძღვნება. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 6 პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის) თაოსნობით შეიქმნა და ამოქმედდა შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივა - „აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომლის მიზანიც ევროკავშირთან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აჩქარებული პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. „აღმოსავლეთ პარტნიორობამ ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და მათ ევროკავშირთან მეტი დაახლოებისთვის გზა გაუხსნა. აღსანიშნავია, საქართველომ სრულად გამოიყენა „აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები, მათ შორის ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს წევრობა და სხვა.


ორდღიანი კონფერენციის მომდევნო ცხრა თემატურ სესიაზე განხილულ იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის განვითარება, დემოკრატიული ტრანსფორმაცია სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში, შავი ზღვის უსაფრთხოება, ჰიბრიდული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. კონფერენცია შემაჯამებელი სესიით 12 ივლისს დასრულდება, სადაც იმსჯელებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.


„აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავ კონფერენციაში მონაწილოებას ასევე მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები.


ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა 2007 წლიდან ტარდება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია წინა წლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც შინაარსით, ისე მისი უპრეცედენტო მასშტაბით და მონაწილეთა დონით.



აღსანიშნავია, საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად ბათუმში ასევე გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება. ფორუმში მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ფორუმი 11 ივლისს გაიხსნება.​





„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს

„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს
access_time2019-11-20 10:00:10
„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ამას ხალხი ვერ გრძნობს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი  ბიზნესსაც აქვს და მთავრობასაც. 22 წელია რაც აქ ვმოღვაწეობ და მთავარ გამოწვევად რჩება  ის, რომ ეკონომიკის წინსვლა ვერ აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე“- საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა მაიკლ ქაუგილმა „კომერსანტთან“ IRI-ს კვლევის შედეგები მიმოიხილა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ...

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...


მსგავსი სიახლეები

up