11 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

11 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

access_time2020-12-11 18:30:09

კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2020 წლის 10 დეკემბრის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 14%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 32 %-ით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 8%-ით და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.


ეროვნული ბანკის მიერ 11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 დეკემბრისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში წინა დღესთან შედარებით გაუფასურდა და 3.2870 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან $1/3.2840 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზე იყო.


თურქული ლირა გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.8841 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.8658-ის ნიშნულზე იყო.



სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ შეიცვალა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/521.4600 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 520.8000 -ის ნიშნულზე იყო.


აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7000 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6992 ნიშნულზე იყო.





ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up