104 077 ლარის სავაჭრო სესიები და არალიკვიდური ბაზარი - საფონდო ბირჟის 2021 წელი

104 077 ლარის სავაჭრო სესიები და არალიკვიდური ბაზარი - საფონდო ბირჟის 2021 წელი

access_time2022-01-14 13:00:00

საქართველოში საფონდო ბირჟა წლებია უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, წლიდან წლამდე არც გარიგებების მოცულობა და რაოდენობა იცვლება მნიშვნელოვნად. 2021 წელს სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 14 გარიგება დაიდო, აქციების რაოდენობამ 176 775, ხოლო ღირებულებამ 104 077.71 ლარი შეადგინა. გასულ წელს მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ და „გრინ დაზღვევა საქართველოს“ აქციებზე დაიდო გარიგება. რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, 2020 და 2019 წლებში გარიგებების რაოდენობა 40-ს აღემატებოდა, თუმცა ჯამური ღირებულება 2019 წელს 45 717.34 ლარი, ხოლო 2020 წელს 46 135.30 ლარი იყო.





მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები თუ ეკონომისტები პერიოდულად კაპიტალის ბაზრის ამოქმედების მნიშვნელობაზე საუბრობენ, თუმცა რეალობა არ იცვლება. კაპიტალის ბაზრის გამოცოცხლება ვერც სავალდებულო საპენსიო დაზღვევის ამოქმედებამ მოახერხა, რადგან მიუხედავად დაპირებებისა, აკუმულირებული 2 მილიარდამდე ლარი ჯერ კიდევ ბანკებშია განთავსებული.



საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე გვიყვება, რომ თავდაპირველად იგეგმებოდა საპენსიო თანხები გამხდარიყო ის საინვესტიციო ბაზა, რომელიც საფონდო ბირჟის განვითარებას შეუწყობდა ხელს, თუმცა საბოლოოდ თანხები ბანკებში განათავსეს. მისი თქმით, ჩვენთან უბრალოდ არ არის კაპიტალის ბაზარი, შესაბამისად საბრუნავიც არაფერია, მის განვითარებას კი უნდა თავიდან დაწყება და სჭირდება საკანონმდებლო ბაზის განვითარება, სამუშაო ჯგუფის შექმნა და ა.შ.



რატომ არის დღემდე განუვითარებელი და არალიკვიდური არსებული საფონდო ბირჟა, ამ თემაზე „კომერსანტთან“ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა რამდენიმე თვის წინ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ბირჟის არალიკვიდურობაა, ანუ არ გვყავს ერთის მხრივ საკმარისი რაოდენობის ინვესტორები და მეორეს მხრივ კომპანიები, რომლებიც გამოუშვებენ თავიანთ აქციებს.




„ბოლო წლის განმავლობაში გარიგებების მოცულობის მკვეთრი შემცირების მიზეზი საქართველოს საფონდო ბაზრის არალიკვიდურობა გახლავთ. კერძოდ, არ გვყავს ერთის მხრივ საკმარისი რაოდენობის ინვესტორები და მეორეს მხრივ კომპანიები, რომლებიც გამოუშვებენ თავიანთ აქციებს. შესაბამისად, ბირჟაზე აქციების ყიდვა-გაყიდვა არ ხდება. პირველ რიგში აუცილებელია განვითარდეს ადგილობრივი საფონდო ბაზარი და მიმზიდველი გახდეს როგორც ადგილობრივი (ქართული) კომპანიებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის“, - ამბობდა ფარესიშვილი.



საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.



სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით.



2022 წლის 3 იანვრის მდგომარეობით სსბ-ის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.751 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2021 წლის დეკემბრის თვეში - 11 ლარი.



ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up