100-წლიანი გამოცდილების ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტე“ „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, კასპში ევროპული სტანდარტების აგურის ქარხნის მშენებლობას იწყებს

100-წლიანი გამოცდილების ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტე“ „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, კასპში ევროპული სტანდარტების აგურის ქარხნის მშენებლობას იწყებს

access_time2018-11-26 16:45:14

„საპარტნიორო ფოდის“ მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტე“ ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის მშენებლობას იწყებს. კერამიკული პროდუქციის საწარმოს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საძირკველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.



ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიიღეს.



ესპანური კომპანია ,,Ceramika El TORRENTE” საუკუნეზე მეტია აწარმოებს ევროპული სტანდარტის კერამიკულ აგურს, სარგებლობს წარმატებული რეპუტაციით მსოფლიო ბაზარზე.



თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კერამიკული პროდუქციის საწარმო „საპარტნიორო ფონდის“, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეს“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეს“ მხარდაჭერით ხორციელდება. აგურის ქარხანა 2019 წლის შემოდგომაზე ამოქმედდება და ყოველწლიურად 120, 000 ტონა აგურს გამოუშვებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ. აშშ დოლარზე მეტია. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.



პროექტი მრავალწლიანი ევროპული გამოცდილებისა და ქართული აგურის წარმოების ტრადიციული მეთოდების შერწყმას, უმაღლესი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის ადგილობრივი, მომავალში კი საერთაშორისო ბაზრისთვის მიწოდებას გულისხმობს.



საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ დოკუმენტს დღეს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეს“ ხელმძღვანელმა ხოსე ანტონიო იიესკას ლოპეზმა და ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ დირექტორმა ზურაბ ერქვანიამ მოაწერეს.



„ახალი საწარმო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებასა და რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში. სამშენებლო ინდუსტრია და უძრავი ქონების ბაზარი ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში, რომელიც სამუშაო ადგილებს მნიშვნელოვნად ზრდის. სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი ინვესტიციებს იზიდავს და ეს პროექტი ამის კარგი მაგალითია. მოცემული პროექტი ესპანეთში ევროპული სტანდარტების აგურის ქარხნის ანალოგის კასპში აშენებას გულისხმობს. ახალი სახის პროდუქტი ეტაპობრივად ძვირადღირებულ იმპორტირებულ სამშენებლო პროდუქციას ჩაანაცვლებს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.



მეტეხის კერამიკული პროდუქციის ქარხანა აღიჭურვება პარტნიორი ესპანური კომპანიის თანამედროვე საწარმოო ხაზებით, დანადგარებით და ტექნიკით. გამოყენებული იქნება კასპის რაიონში არსებული სააგურე თიხის კარიერები. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური გაუმჯობესებული თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ხმის იზოლაციითა და შემცირებული წონით გამოირჩევა.
პროექტში ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“.



„კერამიკა ელ ტორრენტეს“ შესახებ:


ესპანური კომპანია ,,Ceramika El TORRENTE,, საუკუნეზე მეტია აწარმოებს ევროპული სტანდარტის კერამიკულ აგურს, სარგებლობს წარმატებული რეპუტაციით ესპანურ ბაზარზე. ესპანური კომპანიის მფლობელები და სპეციალისტები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას მიიღებენ პროექტის რეალიზებაში აგურის ბიზნესში შთამომავლობით მეოთხე თაობას წარმომადგენენ. კომპანიის მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ესპანელების მიერ საკუთარი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით წარმოებული კერამიკული სამშენებლო პროდუქცია, კერძოდ, კერამიკული აგური, ორმაგი აგური, სატიხრე ბლოკი, გადახურვის, ფასადებისა და დეკორატიული ღობეების მოსაპირკეთებელი ნაკეთობები მაღალი რეპუტაციით სარგებლობს ესპანეთში და სრულად პასუხობს ევროპულ სტანდარტებს.


(R) 






„აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა“- ჭაბერაშვილი გახარიას

„აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა“-  ჭაბერაშვილი გახარიას
access_time2020-05-27 15:50:33
„აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც პანდემიამდე უზარმაზარი ზარალი მიაყენა არ ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ოპოზიციონერმა დაპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა. „ბ.ნ გიორგი, თქვენ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმეთ იმაზე საუბარს რა...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასტან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს
access_time2020-05-27 15:00:24
„რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. ამასთან მმართველი გუნდის წევრმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა როგორ დაიხარჯება StopCov ფონდში ჩარიცხული თანხა. „რატომ ვერ მოხერხდა რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი...

ვაკის საცურაო აუზი 6 ივლისს გაიხსნება

ვაკის საცურაო აუზი  6 ივლისს გაიხსნება
access_time2020-05-27 15:30:39
„ვაკის საცურაო აუზი” და მასში შემავალი სხვა სერვისები  6 ივლისიდან იხსნება“-ამის შესახებ „კომერსანტს“  საცურაო აუზის ადმინისტრაციაში განუხადეს.„მოგეხსენებათ,საერთო მსოფლიო პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ყველა კომპანია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ბიზნესი ჩვეულ სამუშაო პროცესს უბრუნდება. შეიცვალა,  “ვაკის საცურაო...

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
„მთავრობა დღეიდან და მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მშნივნელოვანი დარტყმა მიაყენა. „სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველპმენტი და...


მსგავსი სიახლეები

up