100-მდე დაზარალებული მოქალაქე - „მიკრო კრედიტის“ და

100-მდე დაზარალებული მოქალაქე - „მიკრო კრედიტის“ და "გრინ კაპიტალის" ხელმძღვანელებს თაღლითობაში ადანაშაულებენ

access_time2018-08-16 10:00:00

„მიკრო კრედიტისა“ და მისი მფლობელი კომპანიის "გრინ კაპიტალის" ხელმძღვანელებს თაღლითობაში ადანაშაულებენ. კომპანიას 100-მდე დაზარალებულისთვის 6.5 მილიონი დოლარი აქვს დასაბრუნებელი. ისინი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ თაღლითური სქემით, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა კუთვნილი თანხა დაკარგეს და ზარალი 6 მილიონ დოლარზე მეტია.


დაზარალებულების თქმით, ყოფილმა დირექტორმა, გივი კორინთელმა „მიკრო კრედიტის“ მფლობელი სააქციო საზოგადოება "გრინ კაპიტალის" წევრებთან ერთად თამასუქარების თანხა მიითვისა და კომპანია გაკოტრებამდე მიყვანა.


გივი კორინთელი რამდენიმე თვის წინ თანამდებობიდან გათავისუფლდა და მხოლოდ სააქციო საზოგადოება "გრინ კაპიტალის" წევრად დარჩა.



„კურიერი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კომპანიის ახლანდელი დირექტორი გაკოტრების მიზეზებზე არ საუბრობს. ახალი ხელშეკრულებების მიუხედავად, გოგა კალანდარიშვილი, დაზარალებულებს კუთვნილი თანხის ანაზღაურებას ვერ ჰპირდება.


სააქციო საზოგადოება „გრინ კაპიტალით“ უკვე დაინტერესებულია ფინანსური პოლიცია. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება დაწყებულია ერთ-ერთი საკრედიტო კავშირის წინააღმდეგ, რომელიც "გრინ კაპიტალთან" პარტნიორობდა. დანაშაულის ნიშნების გამო, ფინანსურმა პოლიციამ კომპანიის ქონება დააყადაღა.


რუსთავი 2





რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს
access_time2021-02-25 18:00:46
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.   როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.   „სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა...


მსგავსი სიახლეები

up