100 გრადუსიანი ტემპერატურით მომსახურება კომპანია Chaynik catering and event-სგან

100 გრადუსიანი ტემპერატურით მომსახურება კომპანია Chaynik catering and event-სგან

access_time2020-02-15 15:21:10

„სადაც არ უნდა იყოთ,  რასაც არ უნდა აღნიშნავდეთ, რისი ორგანიზებაც არ უნდა გჭირდებოდეთ,  მთაში თუ ზღვაზე. ფურშეტი, კანაპე, კოქტეილ ივენთი თუ სხვა

გპირდებით თქვენი დღე იქნება მშვიდი , უდარდელი და დაუვიწყარი, რადგან 100 გრადუსიანი დუღილის ტემპერატურით მოგემსახურებით, იქ სადაც თქვენ იქნებით, ჯანსაღი პროდუქტი, ფერადი კერძები, გემო რომელიც უცვლელია, თქვენზე მორგებული ბიუჯეტი“,-ასეთია Chaynik catering and event-ის მიმართვა მომხმარებლებთან.

 

ახალი სტარტაპი აჭარაში კერძოდ კი, ბათუმში ჩაინიკ ქეითერინგი და ივენთები მომხმარებელს ყველა სურვილის ასრულებას პირდება. 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ამ სტარტაპის დაწყებისას ჩვენ ყველა ვმუშაობდით და ახლაც ვმუშაობთ სხვადასხვა კომპანიებში, ვფიქრობ, რომ დრო იყო ის გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში მოვაგროვეთ  ჩვენივე  სტარტაპში გადმოგვეტანა, გამოგვესწორებინა, ის, რაც არ მოგვწონდა ზოგადად მოსმახურების სფეროში.  შევეცადეთ ჩვენი როგორც მომხმარებლის და როგორც შემსრულებლის მოთხოვნები და სურვილები გაგვერთიანებინა და ორივე მხრიდან დანახული პლიუსების და მინუსების ფონზე შეგვექმნა მომსახურების ახალი სფერო, რომელიც აბსოლიტურად მორგებული იქნებოდა მათზე.   პრიორიტეტები თავიდანვე განსაზღვრული გვქონდა ვიცოდით, რომ ჩვენი კერძები აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნატურალური, ყოველგვარი მინარევების გარეშე,  ფერადი ლამაზი და რაც  მთავარია  გვინდოდა ძირითად მიმართულებად ქართული კულინარია ყოფილიყო. რეალურად ჩვენს ეს შევძელით. შეკვეთის კერძების ჩამონათვალიდან  70% მეტი ქართულია, რომელსაც გათანამედროვებული სახით ვაწვდით. პროდუქტები კი ნატურალური, ძნელად წარმოსადგენი იყო ჩვენთვის დილით 7 საათზე ბაზარში წასვლა და ნატურალური სოფლის პროდუქტების მოგროვება , თუმცა როცა ძალიან გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ შეუძლებელი არაფერია. 

 


ქეითერინგის საჭიროების სპეციფიკიდან გამომდინარე და მომხმარებლების მოთხოვნებიდან, დროდადრო მივხვდით, რომ   სხვადასხვა სერვისების დამატება მოგვიწევდა,  ახალი სერვისის დამატებას კი წინ უძღოდა  სულ მცირე დეტალებშიც კი გარკვევა. საბოლოოდ მივიღეთ,  რომ დღეს ჩვენი სტარტაპი ბათუმში ერთადერთია, სადაც მომხმარებელს შეუძლია  ნებისმიერი ტიპის ღონისძიება  ყველა დეტალით მოგვანდოს და მშვიდად დაელოდოს შედეგს, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დონეები, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდილებასთან და შეკვეთების ზრდასთან ერთად ჩვენი პასუსიხსმგებლობის დონე სულ ზევით იწევს, თუ აქამდე  საკუთარ თავთან,  ჩვენს მცირე ბიზნესთან და დამკვეთთან ვიყავით პასუხისმგებელი -  ახალ უკვე იმ ადამიანებთანაც ვართ პასუსისმგებელი, რომელიც რეკომენდაციას გვიწევს.

 

თუ ოდესმე რაიმე წარმოგიდგენიათ, გისურვიათ, გინახავთ ფილმში გგონიათ, რომ ასეთი ვერ ან არ გამოვა, თქვენი ნებისმიერი ტიპის ღონისძიება, სწორედ აქ უნდა გაიხსენოთ, რომ ვარსებობთ ჩვენ და ჩვენ თქვენი მოთხოვნის გამო 100 გრადუსიანი დუღილის ტემპერატურით ვიწყებთ ზრუნვას, თქვენი სურვილების ასრულებისთვის.


ვთვლით, რომ ჩვენმა სტარტაპმა  გაამართლა, უკან დახევას არ ვაპირებთ და გვინდა კიდევ უფრო გავიზარდოთ  თითქმის ერთი წლის შუალედში ითანამშრომლო  ისეთ დიდ  ორგანიზციებთან, როგორიც წითელი ჯვარი, საქართველოს ბანკი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა ეს უკვე დიდი წარმატება.

 

სამომავლოდ კი, აუცილებლად იქნება პატარა(ჯერ) ბარი, რომელიც  ყველა იმ ნაცნობ თუ უცნობ გემოს, ადგილზე  შესთავაზებს მომხმარებლებს,  მიზანი, მხოლოდ ერთია ეს ბარი უნდა იყოს ურთიერთობა“, - აცხადებს Chaynik catering and event-ის დამფუძნებელი ნანუკა გორგილაძე.

 



თეგები:
Chaynik catering and event



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up